ლუდი "ნატახტარი" მომხმარებელს 50 000 ლარის მოგების შანსს აძლევს. როგორც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა, წლევანდელ წამახალისებელ გათამაშებაში გარდა 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდისა, ლუდის ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვაში მომხმარებელმა შესაძლოა თავსახურის კაფსულაში 10, 20, 50, 100 და 200 ლარიანი კუპიურა აღმოაჩინოს.
"ეს უკვე მე-5 გათამაშებაა და საპრიზო ფონდი წლიდან წლამდე იზრდება. წელს გათამაშების ბიუჯეტი 500 000 ლარს აღემატება. ეს ყველაზე ნოვაციური გათამაშებაა და თანხის მოგების ამაზე მყისიერი საშუალება, ჯერჯერობით არ არსებობს", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისი განმარტებით, ყველა ზომის შეფუთვაში, გარდა ქილისა (0.5 ლ შუშის ბოთლში, 1-ლიტრიან, 2-ლიტრიან და 2.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში), სუპერ პრიზის - 50 000 ლარის, ასევე 300 000 ცალი უფასო 0,5-ლიტრიანი შუშის ბოთლი "ნატახტარის" მოგების მანიშნებელი ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურებია.
წლევანდელი გათამაშება 15 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9