ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო

ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო

"პალიტრა ტვ "-ს მაყურებელი ყოველ სამუშაო დღეს 19:30-ზე თურქულ სერიალს "ეზელს" უკვე მე-2 თვეა უყურებს. სიყვარულის, მეგობრობის, ღალატის და შურისძიების ისტორია, დაძაბული სიუჟეტი და თურქეთის ულამაზესი კადრები - ვინც სერიალის ყურებას იწყებს, მას ბოლო სერიამდე ვერ სწყდება. განსაკუთრებული ყურადღება მთავარი როლების შემსრულებლებმა მიიქციეს. ვინ არიან ეზელი და ეიშანი ცხოვრებაში.

ეზელის როლის შემსრულებელია კენან იმირზალი ოღლუ. მას თურქეთში იცნობენ, როგორც თავიდანვე ვარსკვლავად დაბადებულს. თუმცა, კინოვარსკვლავად აღიარებამდე დიდი გზა და ბევრი შრომა დასჭირდა. 1974 წლის 18 ივნისს ანკარაში დაბადებული მსახიობი "ეზელამდე" ცნობილი იყო როგორც მოდელი. შესანიშნავი გარეგნული მონაცემების გამო უამრავ რეკლამაში გადაიღეს და პოდიუმის"თურქულ საზღვრებსაც" მალე გასცდა საუკეთესო მოდელის სტატუსით. 1999 წელს პირველ სერიალში გადაიღეს, რასაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში მიწვევებიც მოჰყვა, მაგრამ გამარჯვების პიკი "ეზელი" აღმოჩნდა, სწორედ ამ სერიალმა მოუტანა საბოლოო აღიარება. კენანი "ეზელმა" კინოვარსკვლავად აქცია. არადა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი თავის დროზე ოცნებობდა, რომ მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო და სამოდელო სააგენტოებსაც იმის იმედით მიმართა, რომ ასე უფრო იოლად შეძლებდა სამსახურის მოძიებას და სასურველი უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლის ფულის გადახდას.

ფილმში მთავარი გმირის, ომერის, იგივე ეზელის მეგობარი გოგონას ეიშანის როლს მშვენიერი ჯანსუ დერე ასრულებს. კენანის და მისი კარიერა ერთმანეთისას ჰგავს და განსხვავდება კიდეც. ჯანსუ უკვე 33 წლის ხდება. პროფესიით არქეოლოგია, რასაც წარმატებით დაეუფლა სტამბოლის უნივერსიტეტში. მოდელობაზე არც უფიქრია, მაგრამ მშვენიერ სტუდენტს ჯერ კიდევ სწავლის დროს დაადგეს თვალი სამოდელო სააგენტოებმა, როდესაც უნივერსტეტის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა 2000 წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე წარმატებული გამოსვლა და გზაც გაიხსნა თურქეთის, პარიზისა და მილანის პოდიუმებზე. "ეზელი" ჯანსუსთვისაც ტრიუმფის მომტანი აღმოჩნდა.

სერიალის განმეორებით ნახვა 00:00 საათზე შეგიძლიათ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები