Samsung-ის ახალი სასწაული - უკვე საქართველოში

Samsung-ის ახალი სასწაული - უკვე საქართველოში

ბრძოლა პირველობისთვის ანდროიდებისა და სმარტფონების ბაზარზე ყოველთვის დიდი ციებ-ცხელებით მიმდინარეობს. ამჯერად მთელი მსოფლიოს გაოცება კომპანია Samsung-მა შეძლო ახალი ტელეფონით Samsung Galaxy S 4, რომლის პრეზენტაციაც თბილისში 8 მაისს ჩატარდა და ოფიციალური გაყიდვაც ამ დღიდან დაიწყო.

Samsung Galaxy S 4-ის პრეზენტაციის ორგანიზება და განხორციელება სარეკლამო კომპანია McCANN Tbilisi-მა ითავა.

პრეზენტაციას, რომელიც ფილარმონიის წინ გაიმართა, საკმაოდ უჩვეული სახე ჰქონდა. თავდაპირველად, სოციალურ-მედიაში დაიწყო ინტერნეტ-კამპანია, სათაურით "რა ხდება 8 მაისს ფილარმონიასთან?". ყველა კითხვას კი ბოლოს Facebook-ის ამ გვერდზე მიჰყავდით. მხოლოდ პრეზენტაციის დღეს გაირკვა, რომ საქმე ეხებოდა სწორედ Samsung-ის ახალი მოდელის პრეზენტაციას.

ივენთი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილი პროდუქტის პრეზენტაციას მოიცავდა, ხოლო მეორე ნაწილში შემოგვთავაზეს კონცერტი პოპულარული თანამედროვე ქართული ჯგუფების მონაწილეობით: TsuArt, Kid Jesus, Kung Fu Junkie და Z For Zulu.

ორიგინალურად იყო შესრულებული საპრეზენტაციო ნაწილი. Samsung Galaxy S 4-ის ოთხი უნიკალური ფუნქცია წარმოდგენილი იყო მინი სპექტაკლების სახით, რომლებსაც პანტომიმის მსახიობები ასრულებდნენ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფლეშმობი. ბრენდის წარწერიან მაისურებში გამოწყობილი ასამდე ახალგაზრდა, რომლებიც ფერად-ფერადი ბუშტებითა და სამსუნგის ლოგოიანი დროშების ფრიალით სახალისო განწყობას ქმნიდნენ.

რაც შეეხება თავად პროდუქტს, ტელეფონი ნამდვილად გამოირჩევა ყველა წინამორბედისაგან საკუთარი უნიკალური ფუნქციებით. ეს 8 ბირთვიანი მოდელი აღჭურვილია 13 მეგაპიქსელიანი კამერითა და 5 დიუმიანი Full HD ეკრანით.

ტელეფონის ფუნქციების გაცნობისას, მფლობელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მისმა შემქმნელებმა გაითვალისწინეს ყველა ის შენიშვნა, რაც ოდესმე ნებისმიერი მოდელის ტელეფონის მიმართ გაჩენია ადამიანს და შექმნეს ერთგვარი სრულყოფილი მოდელი. ამ ჰიპოთეზის დამადასტურებლად კმარა მისი ფუნქცია Dual Shot და Dual Video. თუ ადრე ფოტოს ან ვიდეოს გადამღები "იჩაგრებოდა" და კადრს მიღმა რჩებოდა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. Samsung Galaxy S 4-ით ფოტოს თუ ვიდეოს გადაღებისას ერთდროულად მუშაობს ორი კამერა და ორივე მხარეს აფიქსირებს.

მოდელის კიდევ ერთ ინოვაციას წარმოადგენს ხმოვანი ფოტო. ამ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოს გადაღების დროს რა სიტყვასაც წარმოთქვამთ, იგი ფიქსირდება ფოტოსთან ერთად.

კამერის უნიკალური თვისებათა სიაში საპატიო ადგილი უჭირავს Drama shot-ს. კამერა იღებს ადამიანის მოძრაობის პროცესს, შემდეგ ავტომატურ რეჟიმში აერთიანებს მათ ფონზე და შედეგის სახით ფოტოზე წარმოდგენილი გვაქვს არა მოძრაობის კონკრეტული მომენტი, არამედ მთელი პროცესი.

მეოთხე თვისება, რასაც პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა - ეს არის Group Play. Samsung Galaxy S 4-ის მფლობელებს საშუალება აქვთ ონლაინ რეჟიმში იკონტაქტონ, ერთობლივად უსმინონ მუსიკას, რა დროსაც თითოეული ტელეფონი ფუნქციონირებს როგორც დინამიკი. ჯგუფურ კონტაქტში შესაძლოა ჩაერთოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 11 ადამიანი.

აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი "ჭკვიანური" ფუნქცია: უყუროს თავის პატრონს თვალებში. ვიდეოს ყურებისას თუ თავს ოდნავ გვერდით გაწევთ, ვიდეო ავტომატურად ჩერდება და ჩვენებას განაგრძობს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიაპყრობთ თქვენს მზერას კვლავ ეკრანს.

გარდა აღწერილი თვისებებისა, ახალი სმარტფონი აღჭურვილია უამრავი უნიკალური ფუნქციით, რაც მას გამოარჩევს სხვებისგან. ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებაა ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ ჯანსაღის ცხოვრების წესით ცხოვრობთ, იგი გითვლით დისტანციას, რაც უნდა გაირბინოთ, კალორიების რაოდენობას, რომელიც უკვე მიიღეთ, უნდა მიიღოთ ან დახარჯეთ. სპეციალურ მოწყობილობასთან მიერთების შემთხვევაში კი სასწორადაც გამოიყენებთ.

მოკლედ, Samsung Galaxy S 4 ნამდვილად იდეალურ ტელეფონს ჰგავს, რომელიც დაგეხმარებათ როგორც მუშაობის პროცესში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი სლოგანიც შესაბამისია "თქვენი ცხოვრების კომპანიონი". როგორც მედიამ შეაფასა, ეს არის ტელეფონი, რომელიც მეორე ნახევარივით შეგიყვარდებათ.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო