15 - 18 მაისს "ექსპო ჯორჯიაში" მშენებლობისა და ინტერიერის რიგით 18-ე საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია, უმსხვილესი უცხოური ინვესტიცია საქართველოში - პროექტი "დირსი". ინვესტიციას აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია AS Group Investment ახორციელებს. AS Group Investment საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის AS Georgia-ს სახით არის წარმოდგენილი.
AS Georgia-მ საქართველოში აქტიური მოღვაწეობა 2012 წლიდან დაიწყო. კომპანიის მიზანს 20 ჰექტარ ფართობზე გაშლილი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება წარმოადგენს.
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი 16-დან 26 სართულამდე კორპუსებისგან იქნება დაკომპლექტებული. ტერიტორიაზე კომპაქტურად განთავსდება: საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და ბაღები, კაფე-რესტორნები, სავაჭრო-გასართობი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი და სერვის-ცენტრი, სპორტული მოედნები, აუზები, შადრევნები და სხვა. კომპანიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამწვანებისა და უსაფრთხოების საკითხებს. საცხოვრებელ ტერიტორიას თან დაერთვება 3 კილომეტრზე გადაჭიმული ბულვარი, რაც მას სხვა პროექტებისგან კიდევ უფრო გამოარჩევს.
ბინები მაცხოვრებლებს დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ. კორპუსებიდან მაცხოვრებლებს ელით არაჩვეულებრივი ხედი მთებზე, მტკვარსა და ძველ თბილისზე.
საცხოვრებელი კომპლექსი ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მტკვარს შორის მდებარეობს.
სპეციალურად, მშენებლობისა და ინტერიერის რიგით 18-ე საერთაშორისო გამოფენისთვის საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" განთავსდა საცხოვრებელი კომპლექსი "დირსის" მაკეტი, რომლის ხილვა დამთვალიერებლებს შეეძლებათ 15-დან 18 მაისის ჩათვლით.
R