სასწაული, რომელიც დედის სითბომ მოახდინა

სასწაული, რომელიც დედის სითბომ მოახდინა

კაროლინ ისბისტერმა ხელში აიყვანა თავისი ნაადრევად დაბადებული ჩვილი რეიჩელი, რათა უკანასკნელად ჩაეკრა გულში - ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ახალშობილს სიცოცხლის რამდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი, მისი გული სულ უფრო იშვიათად ცემდა და ბავშვი არ სუნთქავდა.

ისბისტერი იხსენებს:

" არ მინდოდა, როცა გარდაიცვლებოდა ცივი ყოფილიყო. ავიყვანე და გულზე დავიწვინე, რათა გამეთბო. მისი პაწაწინა ფეხები ძალიან ცივი იყო. შემდეგ საოცრება მოხდა: დედის კანის სითბომ აიძულა პატარას გულს ემუშავა უფრო მეტად, რამაც საშუალება მისცა ბავშვს ამოესუნთქა. ჩვენ და ექიმები თვალებს არ ვუჯერებთ. შემდეგ გავიგონეთ მისი ტირილიც. მე დიდხანს მყავდა ის სხეულზე მიკრული. მისი ნაცრისფერი კანი თანდათან გავარდისფერდა"

ბავშვი დაიბადა ნაადრევი მშობიარობით და ინფექციით. მთავარი ექიმი აცხადებდა რომ მისი 27 წლიან პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. ბავშვის გადარჩენის შანსი 0-ის ტოლი იყო. რაც მოხდა, ნამდვილი სასწაული იყო.

დღეს დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს..

ბედნიერმა დედამ თქვა: "პატარამ დაამტკიცა რომ ბრძოლისუნარიანია - ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე მოახერხა გადარჩენა და ეს გამოიწვია ჩემთან ჩახუტებამ, რამაც გაათბო მისი სხეული და გული აიძულა რეგუარულად ემუშავა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავუჯერე დედობრივ ინსტიქტს და ჩავიკარი გულში, სხვა შემთხვევაში ის ხომ ახლა გვერდით არ მეყოლებოდა."

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო