მარინა ბერიძე: "დღეს მაღალი ნოტები ყვირილში გადადის"

მარინა ბერიძე: "დღეს მაღალი ნოტები ყვირილში გადადის"

მუსიკალური პროექტების "იაზო" ჟიურის წევრად წოდებული მარინა ბერიძე ბოლო პერიოდში ასეთ პროექტებში აღარ ჩანს. ამბობს, შოუები ზედმეტად "ტკბილი" გახდაო და ამიტომაც აღარ ეძახიან.

- ეტყობა, არჩიეს, ჟიური იყოს თბილი და ტკბილი. რეიტინგი მაინც აქვს და ხალხი უყურებს. ხომ იცით, რეიტინგი ხარისხზეა დამოკიდებული. ვნახოთ, მოვსინჯოთ, ეს რა რეზულტატს მოგვიტანს... ვიღაცები ძალიან გააღიზიანა ჩემმა სიმართლემ.

- რა არ მოგწონთ ამ შოუების?

- უპირველესად აკლია ქართული სიმღერა, რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს. მთავარი ნაკლი კი ის არის, რომ მაღალი ნოტები აუცილებლად ყვირილში გადადის. ეს მსმენელის პრობლემაც არის - როგორც კი მაღალ ნოტს იღებს მომღერალი, ტაშია დარბაზში. ქართველი მომღერალი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩეოდა. დღეს ეს დაიკარგა. ამბობდნენ, რომ ჩემ გამო შემცირდა "ჯეოსტარში" მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. რა ვქნა, რაცა ვარ, ესა ვარ! თუ არ მომწონს, არ მომწონს. თუ ვბრაზდები, არ ვმალავ!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები