საქართველოში განათების კულტურის ასამაღლებლად კომპანია "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში მეორე კვირეული დაიწყო, რომელიც 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეული საქართველოში OUTDOOR, ანუ გარე განათების სანათების პოპულარიზაციას მიეძღვნება.
20 მაისიდან "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში არსებულ ყველა ტიპის გარე გამოყენების სანათზე (იქნება ეს ქუჩის განათება, სკვერის თუ ფასადის) 20%-იანი ფასდაკლება გამოცხადდება. პარალელურად, "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია გარე განათების სანათების ახალი კოლექცია.
საქართველოში განათების კულტურის ასამაღლებლად 2013 წლის აპრილიდან კომპანია "ახალი ნათება" სხვადასხვა ინფორმაციულ და ფასდაკლების კვირეულებს დაიწყებს, რომელიც 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც კომპნიიდან გვაცნობეს, თითოეულ სეზონზე ტარდება ერთი ან ორი კონკრეტული კონცეფციისადმი, კონკრეტული თარიღისადმი და დროის პერიოდისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულების განმავლობაში მომხმარებელი სარგებლობს ფასდაკლების აქციებით მითითებულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, შეიტყობს უფრო მეტს ამ კონკრეტული სანათების ან ტექნოლოგიების შესახებ "ახალი ნათების" ვებ-გვერდზე არსებული ბლოგის მეშვეობით.
კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩაზე N6-ში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ - ერთი პრესტიჟული ბრენდი არამარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.
ჩვენი პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ჩინეთში.
წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეცნათურები), ასევე სანათ საშუალებებს.
სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის
100-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 14 მაღაზია-სალონი, მათგან 8 თბილისში, ხოლო 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარნეული და ზუგდიდი, ასევე ერთი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ-მაღაზია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9