2103 წლის, 23 მაისიდან ოპტიკური კომპანია "რონიკოს" სალონების ქსელში გაყიდვაში შემოვა მსოფლიო პოპულარობის ბრენდი GIORGIO ARMANI.
აღსანიშნავია, რომ GIORGIO ARMANI 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდება "რონიკო"-ს ქსელში. ტიტულოვანი ბრენდი კვლავ დაუბრუნდა უმსხვილეს იტალიურ მწარმოებლს - Luxottica Group -ს, რომლის ერთადერთი ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ "რონიკო".
სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 23 მაისს, დილის 11:00 სთ.ზე, კომპანიის წამყვან ოპტიკურ სალონში - რუსთაველის გამზ. N19-ში გაიმართება შეხვედრა "რონიკო"-ს ხელმძღვანელობასთან.
მედია საშუალებებიდან შეხვედრაზე დამსწრე მსურველ პირთა წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს, შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 22 მაისის 12:00 სთ-ისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს. "რონიკო"
ტელ: 293 27 44; 299 89 74
მობ: +995 577 277 277
ელ.ფოსტა: ledi@roniko.ge
პროექტების მენეჯერი: ლედი ანთიძე
R