"საქართველოს ბანკმა" მასშტაბური აქცია - "American Express®-ის ონლაინ შოპინგის თერაპია" დაიწყო

"საქართველოს ბანკმა" მასშტაბური აქცია - "American Express®-ის ონლაინ შოპინგის თერაპია" დაიწყო

"საქართველოს ბანკმა" მასშტაბური აქცია - "American Express®-ის ონლაინ შოპინგის თერაპია" დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც 20 მაისიდან 20 ივლისამდე, შესყიდვების ონლაინ განხორციელებისას (ინტერნეტით ყიდვისას) გადაიხდის "საქართველოს ბანკის" American Express-ის ნებისმიერი ბარათით, ყოველ დახარჯულ 1 ლარზე მიიღებს 3 MR ქულას, ხოლო American Express Blue ბარათზე 2% Cashback-ს. "საქართველოს ბანკის" American Express-ის ბარათები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაუბრკოლებლად განახორციელოს ანგარიშსწორება ონლაინ, მათ შორის უცხოურ ვებ-გვერდებზე და ასევე, დარეგისტრირდეს PayPal-ზე.

დამატებით, აქციის ფარგლებში "საქართველოს ბანკი" მათ, ვინც ჯერ არ ფლობს American Express-ის ბარათს და სურს, ონლაინ შოპინგისას გადაიხადოს ინტერნეტ შესყიდვებზე ყველაზე კარგად მორგებული ბარათით, 20 მაისიდან 20 ივლისამდე საშუალებას აძლევს შეიძინოს American Express Rewards ბარათი მხოლოდ 10 ლარად, 40 ლარის ნაცვლად.

American Express Rewards ბარათს ბევრი უპირატესობა და ბენეფიტი აქვს. ონლაინ შოპინგისას და Pay Pal-ზე დარეგისტრირების შემდეგ, American Express Rewards ბარათის მფლობელს ერიცხება გასამმაგებული ოდენობის ბონუს ქულები, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია სასურველ საჩუქარზე, Membership Rewards-ის სასაჩუქრე კატალოგიდან. სპეციალურად American Express ბარათების მფლობელთათვის შექმნილი კატალოგი განახლდა და საჩუქრების არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. კატალოგის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.amexmr.ge.

ვინაიდან ონლაინ შოპინგისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, American Express Rewards ბარათს აქვს დაზღვევა, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს არალეგალური ინტერნეტ ტრანზაქციებისგან. თუ მომხმარებელს უკვე აქვს American Express ბარათი ლარში, ონლაინ შოპინგისას კი ხშირად აშშ დოლარის ან ევროს ვალუტაში იხდის, "საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს მასაც, შეიძინოს მხოლოდ 10 ლარად American Express Rewards ბარათი, დოლარის ან ევროს ვალუტაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა