ფიქრის გორაზე "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი იხსნება

ფიქრის გორაზე "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი იხსნება

"ნიკორას" სუპერმარკეტის მომსახურებით სარგებლობა დღეიდან უკვე ფიქრის გორის მოსახლეობასაც შეუძლია. კომპანიის ახალი სავაჭრო ობიექტი 23 მაისს იაკობ ნიკორაძის N2/4-ში გაიხსნა და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების საკვები პროდუქტის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

ახალი სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიაზე მომხმარებლის განწყობაზე ფლეშმობი და "ნიკორას" ბანერებით გაფორმებული ღია ავტობუსი ზრუნავდა. პატარა სტუმრებმა კომპანიისაგან საჩუქრად ბუშტები მიიღეს, მსურველებს კი "ნიკორას" წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

"ნიკორას" სავაჭრო ქსელი აქტიურად ფართოვდება. წლის ბოლოსთვის "ნიკორას" სუპერმარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 100-ს მიაღწევს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2013 წელს "ნიკორას" ყველა ახალი სუპერმარკეტი შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა