შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს

შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს

"ფსიქოს" სტუმარია ცნობილი ტელე და რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე. ვისაც მასთან ერთად რადიო "აფხაზეთის ხმაში" "თეთრი ღამეები" გითენებიათ და თქვენი გულის წუხილი მისთვის გაგიმხელიათ, ამ ინტერვიუთი მასზე ბევრი საინტერესო სიახლის გაგებას შეძლებთ.

- თამუნა, ძალიან აქტიური ხარ: მუშაობ რადიოში, ტელევიზიაში.. ხომ არ არის კიდევ რამე სიახლე შენს კარიერაში?

- ვმუშაობ კლუბ Moscow-შიც, ვგეგმავ საღამოებსა და პიარს. ამ კლუბის მენეჯერმა ანკა რაზმაძემ ქართული საღამოების გაკეთება შემომთავაზა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი და პირველი "პანჩოს" საღამო გავაკეთე. ძალიან კარგი გამოვიდა.

- ასეთი დატვირთული სამუშაო პირად ცხოვრებაში ხელს არ გიშლის?

- არა. ადამიანმა, რომელიც იწყებს შენთან ურთიერთობას, თავიდანვე იცის, როგორი რეჟიმით და რიტმით ცხოვრობ. შესაბამისად, თუ უნდა შენთან ყოფნა, ცდილობს, ფეხი აგიწყოს და გაგიგოს.

- თუ არის ადამიანი, ვინც ცდილობს, ფეხი აუწყოს შენი ცხოვრების რიტმს?

- ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს (იცინის).

- საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?

- არა, ცნობილი არ არის. ამ თემაზე ჯერ საუბარი არ მინდა.

- რადიოში უძღვები გადაცემას, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში ეხმარები, ბევრი წყვილი დააოჯახე?

- რაც მე ვიცი - 30 წყვილია - ეს ვინც მოვიდა ან დარეკა და გაგვაგებინა, შეიძლება უფრო მეტიც არის, მაგრამ არ შემოგვხმიანებიან.

- თავად თუ გაგიცნია მამაკაცი, რომელსაც ერთხანს ვირტუალურად ესაუბრებოდი?

- კი, მაგრამ თავიდანვე მეგობრული მიზნებით გავიცანი და დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

- წარმოიდგინე, შენი ყოფილი ქმრები (აჩი და გუფი) დაბრუნებას გთხოვენ, რას მოიმოქმედებ?

- ორივე? და მეორეს ცოლი რომ ჰყ­ავს? ვაა, აქამდე დაეთმოთ და ეთხოვათ დაბრუნება, უკვე გვიანია (იცინის).

- მაინც რომელთან შერიგებაზე დაფიქრდებოდი?

- არც ერთთან. ორივეს ვეტყოდი, რომ აღარ მიყვარს. თუმცა, ორივეს შემოვიპატიჟებდი და ყავით გავუმასპინძლდებოდი. ისე, მე და აჩი ვმეგობრობთ და თბილისში როცა ჩამოდის, ყავას ხშირად ვსვამთ ერთად, ოღონდ შერიგებაზე საუბრის გარეშე.

- ხომ არ მიგაჩნია, რომ პარტნიორად მუსიკოსი მამაკაცი არ უნდა აირჩიო?

- არა, უბრალოდ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ, ადამიანი კარგად უნდა გაიცნო, პროფესიას მნიშვნელობა არა აქვს.

- წარმოიდგინე, საქართველოს პრე­ზიდენტი ძვირფას საჩუქარს გიძღვნის, როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიკვირდება, ან მე რატომ უნდა მაჩუქოს?

- რა ვიცი, რომ გაჩუქოს, მიიღებდი?

- პოლიტიკურ თემებზე არ ვმუშაობ, შესაბამისად, არ მაქვს პოლიტიკოსებთან კონტაქტი. როგორც წესი, ასეთ საჩუქრებს ტყუილად არ იღებენ. შენც და მეც ბევრი სტატია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით წაკითხული და ამიტომ ძალიან შემრცხვებოდა.

- თვითონ რას აჩუქებდი მას?

- არაფერს, რა უნდა აჩუქო ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს? რომ ვიცნობდე, დაახლოებით მეცოდინებოდა მისი გემოვნება და, ალბათ, რამეს მოვიფიქრებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არ მაქვს მის გემოვნებაზე.

- წარმოიდგინე, რომ ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე შენი ძალიან სექსუალური ფოტოა, სადაც კარგად ჩანს შენი მკერდი. რას მოიმოქმედებდი?

- ფოტოშოპია?

- არა, ჩვენ მოვიპოვეთ ეს ფოტო.

- ძალიან გავბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, რადგან ვიცი, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება, გამოაქვეყნოს ფოტო, რომელიც თვითონ მოიპოვა.

- შეგიძლია გაგვიმხილო, რატომ არ გაცვია დეკოლტე უკვე ყველასათვის ცნობილი მკერდის ოპერაციის მერე?

- (იცინის) იმიტომ, რომ ჯერ არ ვარ შეჩვეული მოშტერებულ მზერას. უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა დაჟინებით მიყურებენ. ხანდახან კი ვიცვამ, როცა სადმე მივდივარ, ყოველდღიურად - არა.

- ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მალე შენს რჩეულს საზოგადოებაც იხილავს?

- არა, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

ლევან ოდიშარია, ფსიქოლოგი: - არის აქტიური, იმპულსური და დომინანტი. ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილი ადამიანია, პირიქით, ძალიან გულღია და გულწრფელია. ცხოვრებაში მაძიებლის პოზიცია უკავია და როცა მიაჩნია, რომ საჭიროა - არის აგრესიულიც.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები