თბილისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, რესტორან "არაგვთან" მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტასაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა . ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია