"საგას" ტექნოლოგიური ტრენდები

"საგას" ტექნოლოგიური ტრენდები

15-18 მაისს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მშენებლობისა და ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ეს სფერო ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარგის სიახლეები, ინოვაციები და მათი წარმომდგენი კომპანიები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გამოფენაში წელს 14 ქვეყნის 150-მდე კომპანია მონაწილეობდა. რემონტის, მშენებლობისა და ინტერიერის ყველა საჭირო ატრიბუტიკა კი დამთვალიერებელს ერთად შეეძლო ენახა. თუ ეს საშუალება არ მოგეცათ, მაშინ შეგიძლიათ ამ დარგის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ტრენდს ახლა გაეცნოთ.

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო სფეროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიების გამოყენება დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური მიდგომაა. თქვენ კი გარდა იმისა, რომ თავი თანამედროვე მოწყობილობებით მოიწონოთ, შეგიძლიათ ფინანსური ეკონომიაც გააკეთოთ: ასეთი მოწყობილობები ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც თვის ბოლოს, შესაბამისად, ნაკლებ გადასახადსაც ნიშნავს.

ერთ-ერთი მაგალითია კომპანია "საგა იმპექსი"-ს სტენდზე წარმოდგენილი, იტალიური თბური ტუმბო Ariston-ის ბრენდით, რომელიც ტრადიციულ, ელექტრო წყალგამაცხელებელთან შედარებით 70%-ამდე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ხოლო თუ მას მზის კოლექტორებთან ერთად სისტემაში ჩავრთავთ წლიური ეკონომია 85%–მდე გაიზრდება!!!

გამორჩეულია კიდევ ერთი, იტალიური წყლის ავტომატური ტუმბო Dab-ის ბრენდით, რომელიც კომპაქტურ ყუთში 5 კომპონენტს აერთიანებს, თანაც ენერგოეფექტურია, ეკოლოგიურად სუფთა, ვიზუალურად ძალიან დახვეწილი და აბსოლუტურად უხმაურო: შეგიძლია საწოლის ქვეშაც კი დადგა და მშვიდად დაიძინო, რადგან მისი ხმა არასდროს შეგაწუხებს.

"საგას" სტენდზე ბევრი სხვა ისეთი მოწყობილობაც იყო, რომელიც ასევე ინოვაციურობით და ეკონომიურობით გამოირჩევა.

"საგა იმპექსი", რომელიც ქართულ ბაზარზე მაღაზიათა ქსელ "საგა"-თია წარმოდგენილი, ძირითადად მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია, მათ შორის: Ariston, Aermec, Atlantic , Fujitsu, DAB.

როგორც ჩანს, ქართველ მომხმარებლებში ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი არსებობს. ისინი "საგას" კონსულტანტებს ძირითადად მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობებზე, მულტისპლიტ და ინვერტერულ კონდიციონერებზე ესაუბრებოდნენ.

სხვათა შორის, ინვერტერული კონდიციონერები ასევე ენერგოეფექტური, ეკოლოგიური და ეკონომიურია. სპეციალისტები კი მომხმარებლებს ურჩევენ აქცენტი სწორედ ასეთ მოწყობილობებზე გააკეთონ, ისინი ხომ არც გარემოს აზიანებენ და ამავდროულად ენერგიასაც ზოგავენ. საქმე იმაშია, რომ ინვერტერული კონდიციონერები დიდი სიზუსტით ინარჩუნებენ მინიჭებულ ტემპერატურას და მოიხმარენ ზუსტად იმდენ ენერგიას, რაც გასაგრილებელ ფართს სჭირდება. ასეთი კონდიციონერი ოდნავ ძვირი ღირს, მაგრამ ჩვეულებრივ ON_OFF ტიპის კონდიციონერებთან შედარებით იმდენად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რომ მთელი სეზონის მანძილზე კონდიცირებისათვის გათვალისწინებულ ელ. ენერგიის გადასახადს 40%-ით ზოგავს.

მოკლედ, "საგას" პროდუქცია მომხმარებლების ყველა სეგმენტს დააინტერესებს: საბოლოო მომხმარებლებსაც და მათაც, ვისაც შედარებით დიდი სიმძლავრის მოწყობილობები, კონდიცირება თუ გათბობა სჭირდებათ; ასევე, არქიტექტორებს, კონსტრუქტორებს და მასშტაბურ თუ საშუალო მშენებლობებში დასაქმებულ სპეციალისტებს.

მაღაზიათა ქსელი "საგა" მზადაა საერთაშორისო სტანდარტების და უმაღლესი ხარისხის მოწყობილობები და პროფესიონალური სერვისი გამოფენის სტუმრებს და ყველა დაინტერესებულ პირს შემდეგ მისამართებზე შესთავაზოს:

თბილისი:

წერეთლის 116; ტელ: 2 35 69 79

ჯავახეთის 24, ტელ: 2 73 33 30

ალ. ყაზბეგის 29ა, ტელ: 2 25 21 01

ელიავა - აგლაძის 7ბ; ტელ: 2 34 00 80

ელიავა - შესასვლელი ხოშარაულის ქუჩიდან. ტელ: 2 34 52 54

ბათუმი: გრიბოედოვის 67; ტელ: (0 422) 29 20 60

ქუთაისი: ჭავჭავაძის 49; ტელ: (0 431) 26 31 17

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 2 43 55 43

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი