"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ახალი პროდუქტი "პოლისი ბიზნეს-თრეველი" წარადგინა

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ახალი პროდუქტი "პოლისი ბიზნეს-თრეველი" წარადგინა

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგს" ახალი პროდუქტი აქვს. კომპანიამ ბაზარზე დაზღვევა - "პოლისი ბიზნეს-თრეველი" გამოიტანა. კომპანიის განმარტებით, პოლისი განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს და, შესაბამისად, სამოგზაურო დაზღვევა ხშირად სჭირდება.

ბიზნეს-თრეველით სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირებაა შესაძლებელი.

"ვფიქრობთ, საინტერესო სიახლეა მათთვის, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგზაურობს. "ბიზნეს-თრეველის" შეძენა განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისთვის იქნება მიმზიდველი, ვინაიდან ყოველ მივლინებაზე სამოგზაურო დაზღვევაზე ზრუნვა აღარ მოუწევთ და მთელი წლის განმავლობაში ერთი პოლისით ისარგებლებენ, რაც დროისა და თანხების დაზოგვის საუკეთესო საშუალება იქნება", - განაცხადა "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, თინათინ სტამბოლიშვილმა.

"პოლისი "ბიზნეს-თრეველი" მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ძალაში და თუ საჭირო გახდა, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ფარავს, საზღვარგარეთ მოგზაურობისას 50,000 ევროს ლიმიტით", - განმარტავენ "ჯიპიაი ჰოლდინგში".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა