ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს

ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს

ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია, ცნობილი ჟურნალ Variety-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორია და ასევე რუსული კინოს ერთ-ერთი მთავარი უწყების, "როსკინოს" მეთაური. გარდა ამისა, ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა". 2011 წლიდან კომპანია "სოვექსპორტფილმის" გენერალური დირექტორია.

რუსეთში მას დიდ პატივს სცემენ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პატარძლად მიიჩნევენ და შარშან ჟურნალმა "ვოგმა" ყველაზე მოდურ ადამიანებს შორისაც დაასახელა.

ეკატერინე რუსეთში ყველაზე ცნობილი კინომცოდნე და კინოწამყვანია. რუსეთის პირველ არხზე 1995 წლიდან მიჰყავს რუბრიკა კინოზე. მანამდე საქართველოში ცხოვრობდა. 1972 წელს თბილისშია დაბადებული და როგორც ახლა ამბობს, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა - თურმე, ხშირად ავადმყოფობდა. მერე პარიკმახერობისკენ გაუწია გულმა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა.

1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიული და კინომცოდნეობის ფაკულტეტები. პარალელურად ქართულ ჟურნალ "სინემაში" წერდა სტატიებს და "მეორე არხზეც" მუშაობდა. 1994 წლიდან გადავიდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, მერე კი ტელევიზიაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგ ტელეწამყვანად იქცა. უამრავი საინტერესო სიუჟეტი და რეპორტაჟი გაუკეთებია, მსოფლიოში განთქმულ ადამიანებთან ჩაუწერია ინტერვიუები.

ცოტა ხნის წინ ეკატერინეს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მაგალითად, გულწრფელად გაიხსენა, როგორ დაიწყო კარიერა რუსეთში: "რუსეთის პირველ არხზე პრაქტიკულად შემთხვევით მოვხვდი. საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემი მეგობარი ერთ ცნობილ რეჟისორს ხვდებოდა და ნაცნობობით მომაწყო დილის გადაცემაში უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი ვასრულებდი კინოთემატიკასთან დაკავშირებულ შავ სამუშაოს". მერე კი საავტორო რუბრიკა წაიყვანა - "ეს კინოა", იმავე პროგრამაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები