"საქართველოს ბანკმა" ახალი აქცია დაიწყო. ის, ვინც 15 ნოემბრამდე "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (გარდა American Express®-ისა), www.ibank.ge-ს, www.eonline.ge-ს, მობილბანკის და SMS ბანკის მეშვეობით შეასრულებს საბანკო ოპერაციას, თითო ოპერაციაზე საჩუქრად მიიღებს 10 Express ქულას. ამრიგად, თუ დღემდე Express ქულების დარიცხვა ხდებოდა მხოლოდ Express Card-ით შესრულებული ოპერაციისას, აქციის ფარგლებში მომხმარებელი Express ქულებს მიიღებს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი სხვა ბარათით დისტანციურ არხებში ოპერაციების შესრულებისას. ხსენებული აქცია მომხმარებელს ორმაგ სარგებელს აძლევს - მომხმარებელი მიიღებს საბანკო მომსახურებას ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზით და ასევე მიიღებს საჩუქარს.
Express ქულების დარიცხვა მოხდება დისტანციური არხებით შესრულებულ შემდეგ ოპერაციებზე: გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხვა "საქართველოს ბანკის" ანგარიშებზე, გადარიცხვა სხვა ბანკის ანგარიშზე, კომუნალური და სხვა გადახდები, გზავნილი "ელვას" გაგზავნა.
დაგროვილი Express ქულებით მომხმარებელი შეძლებს უფასოდ იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შეავსოს მობილურის, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, საკაბელო ტელევიზიისა თუ ინტერნეტის ბალანსი. ხოლო იმ მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს Express Card-ი, შეუძლია მიაკითხოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრს და სულ რამდენიმე წუთში მიიღოს იგი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9