"ტექნო ბუმი" ძალებს აზერბაიჯანის საცალო ბაზარზე მოსინჯავს. მენეჯმენტის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მომავალ წელს კომპანია აზერბაიჯანულ ბაზარზე "ტექნო ბუმის" ბრენდით გამოჩნდება. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად საბითუმო, ხოლო მოგვიანებით საცალო ბაზრის ათვისება დაიწყება.
"აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა მარტივი არ არის. მათი ბაზარი 5-ჯერ აღემატება საქართველოს ბაზარს, თუმცა "ტექნო ბუმი" თავის წილს აღნიშნულ ბაზარზე აუცილებლად დაიკავებს", - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, როგორც მენეჯმენტში განაცხადეს, 2014 წელს "ტექნო-ბუმი" აქ ნომერ პირველი ტექნიკის მაღაზია გახდება.
"ამ დროისთვის გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ითაა გაზრდილი", - ამბობენ "ტექნო ბუმში".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9