„ეზელის“ მთავარი როლის შემსრულებელი წლის მსახიობად აღიარეს

„ეზელის“ მთავარი როლის შემსრულებელი წლის მსახიობად აღიარეს

კენან იმირზალი ოღლუ, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს როგორც თურქული სერიალის, "ეზელის“ მთავარ გმირს, თურქეთის წლის მსახიობ მამაკაცად აღიარეს. მორიგი ჯილდო მას სერიალ "კარადაიში“ მთავარი გმირის როლმა მოუტანა. თვითონ სერიალმა 8 ჯილდო მოიპოვა - მათ შორის საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, მუსიკა.

"კარადაი“ 2012 წელს გამოვიდა თურქეთის ტელეეკრანებზე და ის უკვე რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შეიძინა. სერიალის პროდუსერები ვარაუდობენ, რომ "კარადაი“ ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც "ეზელი“.

სხვათა შორის, ამ ორ სერიალს - "კარადაის“ და "ეზელს“ მთავარი როლის შემსრულებლის კენან იმირზალი ოღლუს გარდა, რეჟისორიც აერთიანებს. ორივე სერიალი ულუჩ ბაირახტარმა გადაიღო.

სერიალი "ეზელი“ პალიტრა TV-ზე ყოველ სამუშაო დღეს 19:30-ზე შეგიძლიათ ნახოთ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები