უნიქარდის მომხმარებლებს ქულების დაგროვება უკვე "სოკარის" ქსელშიც შეუძლიათ. "უნიქარდის" დირექტორმა ბესო აბულაძემ და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც ბესო აბულაძემ განაცხადა, "უნიქარდს" მილიონზე მეტ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს "სოკარის" ქსელით და დააგროვოს ქულები.
"ჩვენ მილიონ ორასი ათასი მომხმარებელი გვყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე გაცემული გვაქვს მილიონ ხუთასი ათასი საჩუქარი. პოპულარული გახდა უნი ტურები. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მოგზაურობას დუბაიში, სტამბულში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს კი ჩვენი პარტნიორი გახდა "სოკარი" და "უნიქარდმა" თავისი ქსელი გააფართოვა", - აღნიშნა აბულაძემ.
მაირ მამედოვის თქმით, სოკარი, როგორც მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას საკუთარ მომხმარებელს, სწორედ ამიტომ 30 მაისს "სოკარსა" და "უნიქარდს" შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად "უნიქარდის" მილიონზე მეტ მომხმარებელს შეეძლება მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება "სოკარის" 100-ზე მეტ ავტო და გაზგასამართ სადგურზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
R