ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ჩვე­ვე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ჩვე­ვე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

რო­გორ წერ­დნენ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი ჩვენს საყ­ვა­რელ ნა­წარ­მო­ე­ბებს, სად და რო­გორ იქ­მნე­ბო­და შე­დევ­რე­ბი?

ალექ­სან­დრე ყაზ­ბეგს გა­ზეთ "დრო­ე­ბა­ში" მუ­შა­ო­ბი­სას "გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კვესს" უწო­დებ­დნენ. რო­დე­საც მე­ფის ცენ­ზუ­რა და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბულ რო­მე­ლი­მე გვერდს წი­თე­ლი მელ­ნით "და­ა­სის­ხლი­ა­ნებ­და", გა­ზ­ეთის ცა­რი­ე­ლი გვერ­დე­ბი ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის თხზუ­ლე­ბე­ბით უნ­და შევ­სე­ბუ­ლი­ყო. ყაზ­ბე­გიც წერ­და ხან სან­თლის შუქ­ზე, ხა­ნაც ლამ­ფის... სწო­რედ ასე და ამ პე­რი­ოდ­ში, უშუ­ა­ლოდ "დრო­ე­ბის" რე­დაქ­ცი­ა­ში და­წე­რი­ლა "მა­მის მკვლე­ლი". მი­სი "ელ­გუ­ჯა" კი თავ­და­პირ­ვე­ლად ელ­გუ­ჯას სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბო­და. სტამ­ბის ასო­თამ­წყო­ბებს გა­ნუცხ­ა­დე­ბი­ათ, ფე­ლე­ტონს არ ავაწყ­ობთ, თუ სან­დრო ელ­გუ­ჯას ამ­ბავს არ გა­ნაგ­რძობს, ამის­თა­ნა ვაჟ­კაცს ასე ად­რე არ მო­ვაკ­ვლე­ვი­ნებ­თო. ამ ულ­ტი­მა­ტუ­მით მი­ვიდ­ნენ სან­დროს­თან რე­დაქ­ცი­ა­ში დი­ო­მი­დე კი­ლა­ძე და ორი ასო­თამ­წყო­ბი. ალექ­სან­დრეს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია მუ­შე­ბის თხოვ­ნა თუ რჩე­ვა, მძი­მედ დაჭ­რი­ლი ელ­გუ­ჯას­თვის სი­ცოცხ­ლე უჩუ­ქე­ბია და მოთხ­რო­ბის ბო­ლოს მი­უ­წე­რი­ა: "გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა".

ლე­ვან გო­თუ­ას კი ტეტ­რა­ლო­გია "გმირ­თა ვა­რა­მის" პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლი ვორ­კუ­ტის უმ­კაც­რე­სი რე­ჟი­მის ბა­ნაკ­ში და­უ­წე­რი­ა. თურ­მე, რო­დე­საც ღა­მის ცვლა სა­მუ­შა­ოდ გა­დი­ო­და, ბა­რა­კებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი "გა­დათ­ვლა" ტარ­დე­ბო­და. შემ­დეგ ბა­რა­კე­ბი დი­ლის ექვს სა­ა­თამ­დე მჭიდ­როდ იკე­ტე­ბო­და. ბა­რა­კის ფან­ჯრე­ბი გი­სო­სე­ბით იყო "გა­მაგ­რე­ბუ­ლი". ლე­ვან გო­თუ­ას სა­მუ­შა­ოდ გა­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ნა­ხავს: ელექ­ტრი­კო­სის პრო­ფე­სია "შე­უ­ძე­ნი­ა": ყო­ველ­დღე გა­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ მა­ღა­რო­ში, მე­ო­რე ჰო­რი­ზონ­ტის მა­ღა­ლი ძაბ­ვის სატ­რან­სფორ­მა­ტო­რო სად­გურ­ში, რომ­ლის კა­რებ­ზეც მი­უ­მაგ­რე­ბია ფირ­ფი­ტა წარ­წე­რით - "სა­სიკ­ვდი­ლო­ა!" რო­მე­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი გა­ბე­დავ­და იქ შეს­ვლას! მწე­რა­ლი კი ამ პე­რი­ოდ­ში თა­ვა­უ­ღებ­ლად მუ­შა­ობ­და, ტრან­სფორ­მა­ტო­რის კედ­ლის გვერ­დით ამოთხ­რილ ორ­მო­ში ჩა­წო­ლი­ლი, სან­თლის შუქ­ზე... ლე­ვან გო­თუ­ას მე­უღ­ლის, ცი­ცო ალ­ხა­ზიშ­ვი­ლის თქმით, "გმირ­თა ვა­რა­მის" მე­სა­მე და მე­ოთხე ნა­წი­ლი მა­თი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბის წლებ­ში შე­იქ­მნა: "არ­მა­ზის სახ­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გვქონ­და, ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით და სწო­რედ იქ წერ­და. ერ­თხელ, წე­რის დროს, შევ­ნიშ­ნე, ცრემ­ლე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და. - რა მო­გი­ვი­და, ლე­ვან­-მეთ­ქი? - ვკითხ­ე. - ზა­ზა (ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი - ი.ხ.) ჩა­მი­ვარ­და ორ­მო­ში და არ ვი­ცი, რო­გორ ამო­ვიყ­ვა­ნო­ო, - სევ­დი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა"...

ტრა­გი­კუ­ლად და­­ღუ­პულ უნი­ჭი­ე­რეს მწე­­რალ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე კი მის­მა გა­ნუყ­რელ­მა მე­გო­ბარ­მა, მწე­რალ­მა და პუბ­ლი­ცის­ტმა ნუგ­ზარ წე­რე­თელ­მა გვი­ამ­ბო: - ერთ კვი­რას გა­დაგ­ვებ­მე­ბო­და ქე­ი­ფე­ბი, რო­გორც ჩანს, გუ­რა­მი და­ი­მუხ­ტე­ბო­და ხოლ­მე ძა­ლი­ან და მე­რე, 2 კვი­რით შინ იკე­ტე­ბო­და. არა­ვის იღებ­და, ხან­და­ხან - არც მე და ერ­ლომ ახ­ვლე­დი­ანს, იჯ­და და წერ­და გა­უ­თა­ვებ­ლად. წე­რი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის გა­სა­ო­ცა­რი ნა­ზა­ვი იყო მას­ში. ყველ­გან წერ­და. შე­ეძ­ლო სუფ­რა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, სხვა ოთახ­ში გა­სუ­ლი­ყო და და­ე­წე­რა. ერ­თხელ "ლა­ღი­ძე­ში" ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით დავ­ტო­ვეთ და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს, თეთრ ხელ­საწ­მენ­დებ­ზე ნა­წე­რი მთე­ლი დას­ტა დაგ­ვხვდა"...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს