ისრაელში ქალი სამხედროები Facebook-ში შიშველი ფოტოების გამოქვეყნებისთვის დასაჯეს

ისრაელში ქალი სამხედროები Facebook-ში შიშველი ფოტოების გამოქვეყნებისთვის დასაჯეს

ისრაელის არმიის ქალი სამხედრო მოსამსახურეები Facebook-ში საცვლებში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებისთვის დისციპლინური წესით დასაჯეს.

დისციპლინის დამრღვევები ახალწვეულები არიან. "ფოტოსესია" ქალებმა ქვეყნის სამხრეთში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მოაწყეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის შეუფერებელი საქციელისთვის "სარდლობამ დისციპლინური ზომები მიიღო".

ამასთან, თუ რა ზომები მიიღეს, უცნობია. მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სარდლობამ ბაზაზე სასწავლო ლექციები ჩაატარა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.