"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებში გაყიდულ პროდუქციას "არდი ჯგუფი" დააზღვევს. აქციის ფარგლებში შეძენილი პროდუქტების საფასურის 2%-ის ერთჯერადად გადახდის სანაცვლოდ, შეძენილი ნივთი 1 წლის განმავლობაში დაზღვეული იქნება ყველა იმ რისკისაგან, რომელიც არ შედის საგარანტიო პირობებში. "არდი ჯგუფში" განმარტავენ, რომ "ელიტ ელექტრონიქსის" მომხმარებლისთვის ეს შეთავაზება ხელსაყრელი გახდება.
"არდი" ყველა იმ რისკს დააზღვევს, რომელსაც საგარანტიო პირობები არ ითვალისწინებს, კერძოდ კი ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, გატეხვა-დამსხვრევას, წყლითა და ხანძრით გამოწვეულ ზიანს'', - აცხადებენ კომპანიაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9