ბანკი "რესპუბლიკა" და "ჰიუნდაის" ავტოსალონი ერთობლივ აქციას გთავაზობთ

ბანკი "რესპუბლიკა" და "ჰიუნდაის" ავტოსალონი ერთობლივ აქციას გთავაზობთ

ბანკი "რესპუბლიკა" (ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი") და "ჰიუნდაის" ავტოსალონი ერთობლივ აქციას გთავაზობთ. ავტოგანვადების განსაკუთრებული პირობები "ჰიუნდაის" ნებისმიერი მოდელის ავტომობილზე ვრცელდება. ყველა მსურველს, ვინც 2 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ბანკ "რესპუბლიკის" ავტოგანვადებით, "ჰიუნდაის" ავტოსალონში წარმოდგენილი 10-ზე მეტი მოდელიდან ნებისმიერზე თანხის ნაწილი, 3600 აშშ დოლარამდე, ავტომატურად უკან დაუბრუნდება.

თანხის განკარგვა, რომელიც მომხმარებელს მომენტალურად დაუჯდება ანგარიშზე, მისი სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი.

ავტოგანვადების მისაღებად, რომელიც 0%-იანი თანამონაწილეობით იწყება, საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა "ჰიუნდაის" ავტოსალონში. გარდა ამისა, მფლობელები GPI Holding-ისგან საჩუქრად ავტოდაზღვევასაც მიიღებენ.

"ჰიუნდაის" უახლესი მოდელების ავტომობილების ღირებულება 11 000 აშშ დოლარიდან იწყება.

აქციის დეტალებს ბანკ "რესპუბლიკის" (ჯგუფი "სოსიეტე ჯენერალი") და "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მედიას 3 ივნისს, 13.00-ზე, "ჰიუნდაის" ცენტრში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) გააცნობენ.

"ზაფხული საუკეთესო პერიოდია ახალი ავტომობილის შესაძენად, თუმცა პარალელურად იზრდება ხარჯებიც - დასვენება, აგარაკის ან ბინის რემონტი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო შეთავაზება ავტომობილის ყიდვის მსურველებისთვის თანხის დაბრუნება, Cash Back იქნებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი მსურველი, ვინც ჩვენს ავტოსალონს ეწვევა, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სასურველ ავტომობილს შეარჩევს", - აცახადებენ "ჰიუნდაიში".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა