გლდანში მომხდარი აფეთქებისას 5 თვის ფეხმძიმე ქალიც დაშავდა

გლდანში მომხდარი აფეთქებისას 5 თვის ფეხმძიმე ქალიც დაშავდა

გლდანში მომხდარი აფეთქებისას 5 თვის ფეხმძიმე ქალიც დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სამადაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი დაშავებული 5 თვის ფეხმძიმეა, რომელიც ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.

კლინიკის ექიმების განცხადებით, დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

გლდანში აფეთქების შედეგად 2 და 3 წლის ბავშვები, 15 წლის მოზარდიც დაშავდნენ, რომლებიც იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

კიდევ ორი დაშავებულიდან ერთი, 68 წლის ქალი - ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, 70 წლის დაშავებული კი - დამწვრობის ცენტრში. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 30 პროცენტი აქვს დაზიანებული და მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. პაციენტს სასუნთქი გზების თერმული დაზიანებაც აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მერვე კორპუსის მე-7 სართულზე დღეს დილით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი.

აფეთქების შედეგად დაზიანებული ორი ბინა, სავარაუდოდ, საცხოვრებლად აღარ გამოდგება. სხვა სართულებზე ჩამსხვრეულია მინები.

არსებული ინფორმაციით, ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მუშები ცხოვრობდნენ, მომხდარის შედეგად დაშავებულები კი მეზობლები არიან.

აფეთქების მასშტაბურობიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილზე ექიმებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი შალვა ბრაჭული ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია