კიანუ რივზი: "თქვენ გჭირდებათ ბედნიერება იმისთვის, რომ იცხოვროთ, მე კი არა"

კიანუ რივზი: "თქვენ გჭირდებათ ბედნიერება იმისთვის, რომ იცხოვროთ, მე კი არა"

პიროვნება, რომელიც გაზეთს კითხულობს კიანუ რივზია.

მას პრობლემებით სავსე ოჯახი აქვს. 12 წლის როცა იყო, მამამისი დააპატიმრეს ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, დედამისი კი სტრიპტიზიორი იყო.კიანუს რამდენიმე მამინაცვალი ჰყავდა.

ის შეესწრო მეგობარი გოგოს ავტოავარიაში დაღუპვას, რომელთანაც ოჯახის შექმნას გეგმავდა. და ასევე, ამ შემთხვევამდე მათ ბავშვი დაკარგეს. მას შემდეგ მსახიობი თავს არიდებს სერიოზულ ურთიერთობებს და არც ბავშვების ყოლას გეგმავს.

ის ერთადერთი ჰოლივუდის ვარსკვლავია, რომელსაც არა აქვს ვილა. მან თქვა: " ვცხოვრობ ბინაში, მაქვს ყველაფერი რაც გამომადგება, რატომ ავირჩიო საცხოვრებლად ცარიელი სახლი?"

მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი (ხოაკინ ფენიქსის ძმა) ნარკოტიკების ზედმეტმა დოზამ იმსხვერპლა. ასევე, იმავე წელს მამამისი ხელახლა დააპატიმრეს.

მის უმცროსი და დაავადდა ლეიკემიით. დღეს ის გამოჯანმრთელებულია და კიანუმ ფილმიდან "მატრიცა" აღებული ჰონორარის 70% ლეიკემიით დაავადებულთა საავადმყოფოებს გადაურიცხა.

ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევიდა ტკბილეულის მაღაზიაში, იყიდა ნამცხვარი და მარტომ დაიწყო ჭამა. კაფეში ყოფნისას თუ თაყვანისმცემლები შენიშნავენ, ის მათ ტკბილეულზე ეპატიჟება და ესაუბრება.

მას არ ჰყავს მცველები და არ ატარებს ძვირადღირებულ ტანსაცმელს.

როდესაც მას ეკითხებიან "სევდიანი კიანუს" შესახებ ის პასუხობს: " თქვენ გჭირდებათ ბედნიერება იმისთვის, რომ იცხოვროთ, მე კი არა".

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო