დადგა ზაფხული და ადამიანებს ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. დასვენება კარგია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან პასიური დასვენებითაც იღლება ადამიანი. მაშ, რა შეიძლება აკეთო, რომ თან დაისვენო და გარკვეული ცოდნაც შეიძინო?
სწორედ მათთვის, ვისაც სურს, ზაფხულის პაპანაქება სიცხეშიც კი დრო უქმად არ დაკარგოს და ინგლისურ ენაში ცოდნა გაიღრმავოს, კომპანია "სილქნეტი" და ბრიტანეთის საბჭო არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს, კერძოდ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეულიათ მათ, ვინც "ყურმოკრული ამბებით" სარგებლობს.
ეს გახლავთ SilkTV-ის ვიდეოთეკაში ჩატვირთული ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები, რომელთა ნახვაც SilkTV-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად შექმნილი სატელევიზიო პროგრამის სახელწოდებაა Word on the Street ანუ "ყურმოკრული ამბები".
ინგლისური ენის გაკვეთილები ხელმისაწვდომია უფასოდ SilkTV-ის ყველა მომხმარებლისთვის თბილისსა და რეგიონებში და მაყურებელს ეხმარება მოსახერხებელი, მოქნილი მეთოდით გაიღრმავოს ცოდნა.
ენის შემსწავლელი ვიდეო გაკვეთილები SilkTV-ის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა თემაზე შექმნილ 20 ვიდეო ეპიზოდს. თითოეული გაკვეთილი 5 ნაწილისგან შედგება.
მაყურებელი ეცნობა ეშლის და სტეფანის, რომლებიც და-ძმა არიან და მათთთან ერთად მოგზაურობს მთელს ბრიტანეთში. განსაკუთრებით საინტერესოა "შოპინგი" ცნობილ Camden-ის სავაჭრო ცენტრში, Notting Hill-ის ყოველწლიური კარნავალი და ჰელოუინის დღესასწაული, Oxford-ის სტუდენტური ცხოვრება, ბრიტანული ფაბებისა და ლონდონის ღამის ცხოვრება. თანამედროვე ბრიტანულით, სახალისოდ მოთხრობილი ეს ეპიზოდები ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება მაყურებელს.
პროგრამა წარმოადგენს ერთგვარი დრამის, ინტერვიუების, რეპორტაჟების და მინი-ტესტების - "ქუიზების" მიქსს და გამიზნულია ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, რომელთა ენის ცოდნის დონე საშუალოზე დაბალია. თუმცა, ამ სერიებით ინგლისური ენის უფრო ღრმა ცოდნის შემთხვევაშიც სიამოვნებით ინტერესდებიან.
"ყურმოკრული ამბები" ანუ Word on the Street საკმაოდ ორიგინალურად აცნობს მაყურებელს ბრიტანულ კულტურას. პროგრამა წარმატებით გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
ვიდეო გაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ-სავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარი, ეს ყოველივე შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ რესურსების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში learnenglish.britishcouncil.org
გარდა ამისა, ბრიტანეთის საბჭო საგანგებოდ ზაფხულის სეზონისთვის თავის ფეისბუქ-გვერდზე www.facebook.com რეგულარულად გამოაქვეყნებს თითოეული სერიის ანოტაციას და საკონკურსო კითხვებს, ყველაზე აქტიური მაყურებელი მიიღებს პრიზს - აიფოდ თაჩს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია "ფეისბუქზე" დასვას კითხვები, რომელზე პასუხსაც აუცილებლად მიიღებს.
ხოლო მათ, ვინც, ჯერ კიდევ თბილისშია და აქტიურად სურს გამოიყენოს ზაფხულის თვეები ჯგუფური მეცადინეობების შედეგად ცოდნის ასამაღლებლად, 3 ივნისიდან შეუძლია დარეგისტრირდეს ინგლისური ენის საზაფხულო კურსებზე. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.britishcouncil.org
R