კომპანია "ახალი ნათება" და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია იწყებენ ვიდეოკონკურსს სახელწოდებით SAVE FOR FUTURE.
პროექტი "დაზოგე მომავლისთვის" (SAVE FOR FUTURE) ემსახურება ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას საზოგადოებაში, კონკრეტულად ახალგაზრდა თაობაში.
როგორც ვიცით, ენერგოეფექტურობას და ენერგოდამზოგ თანამედროვე ტექნოლოგიებს დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე მსოფლიოში. მას დიდი ისტორია აქვს მსოფლიო არეალზე . დღესდღეისობით ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებს დიდი გამოყენება აქვთ მსოფლიოს წამყვან და განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია და "ახალი ნათება" მოცემული პროექტით უზრუნველყოფს საქართველოში ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაციის საფუძველს და ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას ახალგაზრდებში.
კონკურსის ფარგლებში კონკურსანტს ევალება გადაიღოს ან შექმნას კომპიუტერული პროგრამების საშუალებით 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი მოცემული თემის შესახებ, სპეციალური წესების დაცვით.
მონაწილე უნდა იყოს კრეტიული და შემოქმედებითი. ვიდეო რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხისა და კარგი ფერების მქონე გამოსახულება, დაბალანსებული ყველა საჭირო პარამეტრი და რაც შეიძლება მკაფიოდ გადმოცემული მესიჯი. ვიდეო რგოლში შესაძლებელია ჩართულ იქნას კონკურსანტის მიერ მოფიქრებული სლოგანი. რაც მთავარია, ნამუშევარი უნდა ასახავდეს პროექტის მთავარ მესიჯს SAVE FOR FUTURE
ვიდეო კონკურსის დაწყების თარიღად ცხადდება 06.06.2013 ხოლო საკონკურსო ნამუშევრები კი მეილებზე: info@newlight.ge და info@grea.org.ge უნდა გამოიგზავნოს 10 ივნისიდან.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების დედლაინი: 17.06.2013 17:00 საათი
წესები
• ვიდეოკონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები და შექმნილი/გადაღებული ვიდეორგოლის ლინკი, რომელიც ატვირთული იქნება Youtube-ზე ან Vimeo-ზე
• ვიდეოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან ახალგაზრდებს
• ვიდეო უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ მონაწილეს მიერ შექმნილ ორიგინალ ნამუშევარს.
• მონაწილეს გარეთ პროფესიონალების ან კინოსტუდიების დახმარებისას შემოიფარგლეთ მხოლოდ კონსულტაციებით ან ტექნიკის თხოვებით. დაუშვებელია პროფესიონალი ოპერატორებისა და სხვა ტექ-პერსონალის დაქირავება ან დახმარება.
• ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5 წუთს.
• ვიდეონამუშევარი უნდა იყოს HD ხარისხის (720p ან 1080p).
• ვიდეონამუშევარი უნდა აიტვირთოს პოპულარულ ვიდეო სერვის Youtube-ზე ან Vimeo-ზე.
• გადაღებული ვიდეორგოლის შემთხვევაში ვიდეო რგოლის გამოგზავნის დროს უნდა მიეთითოს ვიდეო კამერის მოდელი .
კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შექმნილ ვიდეორგოლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს გამოგზავნის დროს კომპიუტერული პროგრამების სრული დასახელებები, ვერსიები
• არაეთიკური და პროექტთან შეუსაბამო ვიდეოს გამოგზავნის დროს ორგანიზაცია იტოვებს უფლებას მონაწილე გაფრთხილების გამოყენებით ვიდეორგოლს დაატოვებინოს კონკურსი
• მოპარული ან ინტერნეტიდან აღებული ვიდეორგოლის აღმოჩენის შემთხვევაში გაუფრთხილებლად ტოვებს კონკურსს მონაწილე.
გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება 20 ივნისს, ხოლო დაჯილდოება 21 ივნისს ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში.
გამარჯვებული იქნება 5 კონკურსანტი:
1. ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული
2. ხალხის მიერ გამოვლენილი კონკურსანტი (ხმის მიცემის საფუძველზე)
3. და ასევე იქნება 3 ფინალისტი.
კონკურსანტებთან შეთანხმების შედეგად კომპანია ახალი ნათება და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია იტოვებენ გამარჯვებულთა მიერ შექმნილ 5 საუკეთესო ვიდეო რგოლის გამოყენებას სარეკლამო და ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
* * * *
კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა დღესდღეისობით ერთ - ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში არამედ მთელს საქართველოში და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ახალ ნათებას" ქვეყნის გარეთაც კარგად იცნობენ.
ახალ ნათებაში წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Delta Light, BLV, PROLIGHT, LINEA LIGHT, MANTRA, LIRIO, ZALUX, ELT, Osram, Kolarz, Opple და სხვა.
ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ჩინეთში.
წარმოდგენილია 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც. დანიშნულების ნათურები) ასევე სანათ საშუალებები, როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 14 მაღაზია სალონი, ამათგან 8 თბილისში, ხოლო უკვე 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარნეული და ზუგდიდი. ერთი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ მაღაზია.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
თათა მორჩილაძე
ახალი ნათების PR მენეჯერი
ტელ: 2596 596 / მობ:599 234 231
info@newlight.ge
* * * *
ააიპ "საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია" წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ასოციაცია დაფუძნდა 2012 წლის 5 ნოემბერს, რომლის სამუშაო დარგს წარმოადგენს განახლებადი ენერგეტიკა. ასოციაცია არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. ორგანიზაცია 25 აქტიური წევრისგან შედგება.
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის მთავარი მისია და მის მამოძრავებელ იდეას წარმოადგენს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია და მისი განვითარება, როგორც ახალი დამოუკიდებელი დარგი.
მიზნები:
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოების განათლება განახლებადი ენერგიების მიღებასა და მის გამოყენებაზე;
2. ახალგაზრდული-სტუდენტური აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით;
3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფუნდამენტური კვლევები განახლებადი ენერგიების რესურსის და მისი ეკონომიკური სარგებლიანობის და პრაქტიკული გამოყენების კომპიუტერული მოდელის შექმნა;
4. მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში და საქართველოს სახელის დამკვიდრება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის შესაბამისი კუთხით;
5. ინვესტორების დაინტერესება საქართველოში განახლებადი ენერგიებში ინვესტიციების განსახორციელებლად ;
6. საქართველოში მწვანე ენერგიების პოპულარიზაცია;
7. საქართველოში ბუნების დაცვის კულტურის პოპულარიზაცია და მრავალი პროექტის განხორციელება , როგორც ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი, ასევე ენერგეტიკული მნიშვნელობის როლის ამაღლება საზოგადოებაში.
ვებ-გვერდი: www.grea.org.ge
ფაცებოოკ გვერდი: www.facebook.com/grea.org.ge