"კინოტავრზე" სობჩაკის მონაწილეობით საწოლის სცენებმა სკანდალი გამოიწვია

"კინოტავრზე" სობჩაკის მონაწილეობით საწოლის სცენებმა სკანდალი გამოიწვია

მიხეილ აგეევის წიგნის "რომანი კოკაინთან" ეკრანიზაციას რუსი ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის თაყვანისმცემლები დიდხანს ელოდნენ. ფილმის რეჟისორი გენადი სიდოროვი, რომელმაც ქალის მთავარი როლის შესასრულებლად სობჩაკი მიიწვია, ორი წლის წინ გარდაიცვალა. "კონოტავრზე" წარსადგენად სურათის დამონტაჟება საკუთარი ძალებით ფილმის პროდუსერს, იგორ ტრიფს მოუხდა. იგორ ტრიფმა ფილმში მთავარი გმირიც განასახიერა, მის ცხოვრებაში საბედისწერო ქალის როლს კი ქსენია სობჩაკი ასრულებს.

ჯერ კიდევ პრემიერამდე გავრცელდა ხმა, რომ სურათში ტელეწამყვანის მონაწილეობით ინტიმური სცენები უხვად იქნებოდა. როგორც კინოკრიტიკოსებმა აღნიშნეს, სცენები სადა და გადაუჭარბებელი გამოვიდა. მათი თქმით, სობჩაკი დროთა განმავლობაში შესაძლებელია საინტერესო მსახიობად ჩამოყალიბდეს.

ეს სობჩაკისთვის პირველი კინოროლი არ არის. ტელეწამყვანი რამდენიმე ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა "საუკეთესო ფილმი", "არავინ იცის სექსი 2-ის შესახებ", "ჰიტლერ კაპუტ!" და სხვა.

"კინოტავრზე" ტელეწამყვანს თან ახლდა მეუღლე, მსახიობი და რეჟისორი მაქსიმ ვიტორგანი. იგი ფილმს ქსენიას მონაწილეობით დაუფარავი ინტერესით ადევნებდა თვალს.

XXIV რუსული კინოფესტივალი "კინოტავრი" სოჭში 3 ივნისს გაიხსნა და 9 ივნისამდე გაგრძელდება.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.