როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი

როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი

ერთი თვეა, რაც ნატა ასათიანს "მეცხრე არხზე" საინფორმაციო მიჰყავს. მანამდე ნატა რადიოში და "პირველ არხზე" მუშაობდა. მართალია, პროფესიით ფსიქოლოგია, მაგრამ ბავშვობიდან ჟურნალისტობა მოსწონდა. მუსიკა ძალიან უყვარს და კარგადაც მღერის, მაგრამ დედის, ირმა სოხაძის, მსგავსად ვერ მღერის. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მომღერლობაზე საერთოდ არ ეფიქრა.

რატომაა ბებია-ბაბუას სიყვარული სამაგალითო

- ეს ფოტო შვილიშვილებს გამორჩეულად გვიყვარს. ფოტოზე აღბეჭდილია ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვი და ჩემი დიდი ბაბუა პეტრე სოხაძე. პეტრე დღემდე კარგად ახსოვთ თბილისშიც და რაჭაშიც. ფოტოს ისტორია კი ასეთია - ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოსული იყვნენ საქართველოში. დიღმის საბჭოთა მეურნეობაში მიიყვანეს. გადმოცემით ვიცი, რომ იქ საოცარი სანახაობა იყო. მუხის მორებიანი მაგიდა ჰქონდათ. მეურნეობაში გადაჭიმული იყო დიდი ლამაზი ხიდები. ყველა მაღალი რანგის სტუმარს იქ იღებდნენ. ამ მეურნეობაში პეტრე სოხაძემ ქარხანა აამუშავა. სადაც იწურებოდა სპეციალური ჯიშის ღვინოები. ნიკიტა ხრუშჩოვს და ფიდელ კასტროს ქარხანა დაათვალიერებინეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, სუფრა გაიშალა. ორივე სტუმარი ძალიან კმაყოფილი დარჩენილა.

- დიდი ბაბუა მა­თთან შეხვედრის ამბავს გიყვებოდა?

- სამწუხაროდ, ბაბუას არ ვიცნობდი. რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცლილი იყო.

- შემდეგი ფოტო, როგორც მითხარი, ძალიან გიყვარს...

- მომდევნო ფოტოზე, ციატა ანუ ცისანა და აგული სოხაძეები არიან. ეს სურათი ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია. ძალიან თბილი ფოტოა და ორივე ძალიან ლამაზები არიან. სამ­წ­უხაროდ, არც ერ­თი არ ვგავართ ბე­ბიას. არც ირმა, არც ჩემი და, სალომე და არც მე. ბებია გამორჩეულად ლამაზი ქალი იყო და არის. ბე­ბიას და ბაბუას წელს, შვიდ ივლისს ქორწინების 61 წე­ლი შეუსრულდებათ. გასულ წელს ეს თარიღი მთელმა ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ. ბრილიანტის ქორწილი გადავუხადეთ. ოთხმოცი წლისები არიან და ცხრამეტი წლიდან უყვართ ერთმანეთი. გაიპარნენ და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი დღემდე ისე უყვართ, როგორც ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაშია პრობლემა და ბევრი სირთულე. მათ ეს ყველაფერი ერთად გადალახეს. მათი სიყვარული ჩემთვის სამაგალითოა.

- დებს ვისი სახელები დაგარქვეს?

- არ ვიცი, სალომეს ვინ დაარქვა, მაგრამ ვიცი, რომ მე სახელი სალომემ შემირჩია. ჩემთვის ნატა ან ელენე უნდა დაერქმიათ და სალომემ გადაწყვიტა, რომ ნატა უნდა მრქმეოდა. ჩემს უახლოეს მეგობარს ელენე ჰქვია. ძალიანაც კარგია, ნატა რომ დამარქვეს. ჩემს დას სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

- მომდევნო ფოტოზე ბებიასთან ერთად ხარ?

- ფოტოზე მე არ ვარ. ეს ჩემი და, სალომეა ბებიასთან ერთად. სურათი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ ფოტოზე აღბეჭდილ მზრუნველ და მოსიყვარულე ბებიას. ბებიას ზრუნვას და სიყვარულს დღესაც ვგრძნობთ ხუთივე შვილიშვილი. დღეს უკვე ჩემი შვილი რეზიკო გიჟდება ბებია-ბაბუასთან სტუმრობაზე. რეზიკო მთელი კვირა ელოდება შაბათ დღეს, როცა მთელი დღის განმავლობაში ითამაშებს ცისანასა და აგულისთან ერთად. ბებია-ბაბუასთან ყოფნა ჩემს დისშვილსაც ძალიან უყვარს. ჩემი და ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. მათი თბილისში ჩამოსვლისთვის მთელი ოჯახი განსაკუთრებულად ვემზადებით. სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჩამოდიან, რადგან სალომე პრაღაში მუშაობს. სალომეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჩვენ შორის სხვაობა ცხრა წელია.

- როგორ ფიქრ­ობ, რომელ მშობელს უფრო ჰგავხარ?

- ბევრი მეუბნე­ბა, რომ ხასიათით მა­მას ვგავარ. მომდევნო ფოტო მამასთან ერთად მაქვს გადაღებული. ეს ჩემთვის სასიამოვნო და საამაყოა. ასევე სასიამოვნო იქნებოდა, რომ ეთქვათ, დედას ჰგავხარო. ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა, მისი მსგავსი ვყოფილიყავი. როცა მეუბნებოდნენ, რომ ხასიათით ან გარეგნობით მას ვგავდი, დიდ სიამაყეს ვგრძნობდი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ირმას ჩემს ცხოვრებაში შეუცვლელი ადგილი უკავია და საუკეთესო დედაა. თუმცა გოგონებს ხშირად აქვთ მამებთან გამორჩეულად თბილი ურთიერთობა და მეც ასე ვარ.

რატომ არ გახდა მომღერალი

- მომდევნო ფოტო, სავარაუდოდ, პირველი ოჯახური ფოტოა.

- ფოტოზე, თუ არ ვცდები, ცხრა თვის ვარ. ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა უშუქობა და უმუშევრობა იყო, საღამოობით მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და ირმა და რეზო მღეროდნენ. ასე სიმღერით გადავიტანეთ მძიმე წლები.

- გული გწყდება სიმღერის ნიჭი რომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სიმღერა ისე კარგად არ შემიძლია, როგორც ირმას. მე და ჩემი და მუსიკალურები ვართ და ორივე ვმღერით. მაგრამ არასდროს მიფიქრია, მომღერალი გამოვსულიყავი. ირმას ფონზე მომღერალი რომ ხდები, ძალიან კარგად უნდა მღეროდე. როცა საშუალო დონის მონაცემები გაქვს, მომღერლო­ბაზე არ უნდა იფიქრო. ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, კარგად სიმღერა რომ შემძლებოდა. შეიძლება ჩემმა ან სალომეს შვილმა იმღეროს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები