ქუჩის ბიბლიოთეკა

ქუჩის ბიბლიოთეკა

ქუჩის ინსტალაცია Little Free Library (პატარა უფასო ბიბლიოთეკა) ნიუ-იორკის ქუჩაში კომპანია Stereotank-მა განათავსა.

როგორც ჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში, აქაც შეიძლება დროებით აიღო წიგნი, თუმცა ის აუცილებლად უნდა დააბრუნო, რათა ბიბლიოთეკამ არსებობა გააგრძელოს.

ყვითელი პავილიონის კონსტრუქცია პლასტიკური ცილინდრისგან შედგება. შიგნით წიგნით სავსე თაროებია განთავსებული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, ქვემოდან შეძვრეს და წიგნი აიღოს. ქუჩის ბიბლიოთეკაში წიგნის ადგილზე კითხვაც ნებადართულია.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს