ბოულინგ-ცენტრალში მედია ტურნირი გაიმართა

ბოულინგ-ცენტრალში მედია ტურნირი გაიმართა

კვირას ბოულინგ-ცენტრალმა ტრადიციულ მედია ტურნირს უმასპინძლა. ერთმანეთს "რონიკოს" თასის მოსაპოვებლად თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ. "პალიტრა მედია" ”ამბები.გე”-სა და ჟურნალ "და ქალის" თანამშრომლით იყო წარმოდგენილი.

ტურნირის ორგანიზატორის, მაკო ჯაოშვილის განცხადებით, ღონისძიება ბოულინგის პოპულარიზებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

ტურნირი დილის 11 საათზე დაიწყო და რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა. თავდაპირველად ერთამენთს გუნდები შეეჯიბრნენ. ამ შეჯიბრში გაზეთ "24 საათის" გუნდმა გაიმარჯვა და კომპანია "რონიკოს" თასიც მიიღო.

შემდეგ ჯერი წყვილებზე მიდგა. ყველა მედისაშუალების გუნდიდან დებიუტანტი მოთამაშეები, პროფესიონალ ბოულერებთან ერთად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. "პალიტრა" მედიასახლის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ წარმოადგინა.

წყვილების შეჯიბრში პირველი ადგილი ნატა ნიჟარაძეს ერგო და "რონიკოს" დაწესებული მთავარი პრიზი, "რეი-ბანები" გადაეცა.

ტურნირის ბოლოს დაჯილდოება გაიმართა. პრიზი ყველა მონაწილეს შეხვდა. წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ ტურნირის ყველაზე კარგ და ცუდ მოთამაშეებს და პროფესიონალ ბოულერებს.

ტურნირში მედია პალიტრის გარდა, მონაწილეობა მიიღეს "რუსთავი2"-ის, "იმედის","საზოგადოებრივი მაუწყებლის", "მეცხრე არხის", "ფორტუნა პლუსის", "ავტო რადიოსა" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქეთევან პატარქალიშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები