7 ივნისიდან 7 ივლისამდე დუბაიში საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი (Dubai Summer Surpise) მიმდინარეობს, ხოლო 20 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დუბაი კიდევ ერთი საზაფხულო ფესტივალს - Modhesh World მართავს.
ამ პერიოდში განსაკუთრებული ფასდაკლებები და სერვისია სასტუმროებში, უმაღლესი კლასის საბავშვო გასართობ ცენტრებში, სავაჭრო მოლებსა და პარკებში.
ავიაკომპანია flydubai მგზავრებს დუბაიში ჩაყვანას თბილისიდან ორსაათნახევარში სთავაზობს.
ფესტივალის პერიოდში შოპინგის მოყვარულებს სავაჭრო ცენტრები ფასდაკლებების გარდა მთელ რიგ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ფესტივალის განმავლობაში დამსვენებლებს Wild Wadi Waterpark მასპინძლობს. ტურისტების საყვარელი ადგილებია დუბაის აკვარიუმი და დუბაის წყალქვეშა ზოოპარკი. აქვეა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა.
დუბაიში ტურისტებისთვის სხვადასხვა ტიპის სასტუმროების დიდი არჩევანია, სადაც ყველაზე დიდი ფასდაკლება სწორედ ფესტივალის პერიოდში გრძელდება.
Flydubai-ს ბილეთების შეძენა ვებ გვერდის flydubai.com ან დისტრიბუტორი კომპანია "დუბაი ჯის" მეშვეობითაა შესაძლებელი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9