ქართულ ბაზარზე რუსული "ტალოსტოს" გაყინული პროდუქტები გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე რუსული "ტალოსტოს" გაყინული პროდუქტები გამოჩნდა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ ბაზარზე რუსული "ტალოსტოს" გაყინული პროდუქტები გამოჩნდა. სანკტ-პეტერბურგში მდებარე საწარმო "ტალოსტო'' თბილისში პირევლ ფილიალს ხსნის. მაღაზია, რომელიც ვაკეში, აბაშიძეზე ამოქმედდა, მომხმარებელს 13 სახეობის პროდუქტს სთავაზობს. მათ შორისაა - ნახევაფაბრიკატები და ნაყინები. მალე ასორტიმენტს შოკოლადის ბლინები და სხვა საფირმო პროდუქცია დაემატება.

"ტალოსტო" საქრთველოში საშუალო და მაღალი შემოსავლის სეგმენტის ათვისებას გეგმავს. გარდა საფირმო მაღაზიისა, მენეჯმენტი სადისტრიბუციო კომპანიების მეშვეობით ნახევრფაბრიკატებსა და ნაყინებს რეგიონებსა და თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებშიც შეიტანს. უახლოეს მომავალში რუსული "ტალოსტო" ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს ჰპირდება.

"ტალოსტო" სანკტ-პეტერბურგში 20 წლის წინ შეიქმნა და სადღეისოდ 600 მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებს. "ტალოსტოს" მაღაზიები საფრანგეთში ფუნქციონირებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა