ევროპული ფასდაკლება თბილისში ჩამოვიდა

ევროპული ფასდაკლება თბილისში ჩამოვიდა

სასიამოვნო სიურპრიზი მათთვის, ვისაც მოდურად, ხარისხიანად, და თან, იაფად ჩაცმა უყვარს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული Euroband ტანსაცმლის Outlet ფესტივალი 15 მაისიდან საქართველოშია. ფესტივალი სპორტის სასახლეში ტარდება და მას პირველივე დღიდან უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. მსოფლიოში ცნობილმა და საქართველოში ყველასთვის საყვარელმა ბრენდებმა და ფასებმა იმდენად მოხიბლა თბილისელები, რომ სპორტის სასახლეში პირველივე დღეებში უამრავი ადამიანი მივიდა. ეს იყო მოულოდნელი სიურპრიზი ორგანიზატორებისთვის. სწორედ ამიტომ მათ თავის გეგმები შეცვალეს და კიდევ უფრო საინტერესო სიურპრიზს სთავაზობენ მათ, ვისაც მოდურად ჩაცმა უყვარს.

ჩვენ ვესაუბრეთ "Eurobrand იტალიის" მენეჯერს მაურიციო სილვესტრის, რომელიც გვიამბობს თბილისში მიმდინარე Eurobrand ტანსაცმლის Outlet ფესტივალსა და მომავალ გეგმებზე.

-"როგორ შეაფასებთ თბილისში მიმდინარე Eurobrand ტანსაცმლის Outlet ფესტივალს ?

-ერთმნიშვნელოვნად დადებითად. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისთან მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ფესტივალზე უამრავი ვიზიტორი მოვიდა და მოდის. ჩვენი პირველი კოლექცია, სადაც წარმოდგენილი იყო და არის ბრენდები : Zara, Bershka, Mango, Benetton ძირითადად ყველას მოეწონა, თუმცა იყო შენიშვნებიც.

-რა ტიპის შენიშვნებზეა საუბარი?

-ეს, რა თქმა უნდა, ხარისხს არ ეხება. როგორც გითხარით, წარმოდგენილი იყო ტანსაცმელი, რომელიც უკვე ბრენდია. შენიშვნები ეხებოდა პროდუქციის ზომებს და ფასებს. სამწუხაროდ Outlet ცენტრის მუდმივ პრობლემას - ზომებს, ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ. ვეცდებით მომავალ სეზონში გავითვალისწინოთ ზომების საკითხიც. რაც შეეხება ფასებს. მოდით ჩამოგითვლით ფასებსა და ბრენდებს და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ პრეტენზიების მართებულობა:

მამაკაცის მაისური (Bershka) – 12ლარი

ქალის მაისური (Mango, Benetton) – 14 ლარი

მამაკაცის ჯინსი (Bershka) – 28 ლარი

ქალის ბრიჯი და შორტი (Mango, Benetton) – 18 ლარი

მამაკაცის ჟაკეტი და სვიტრი (Bershka) – 20 ლარი

ქალის ქვედაბოლო (Mango) – 16 ლარი

ბიჭის სვიტრი (Zara Kids) – 18 ლარი

გოგოს კაბა (Zara Kids) – 18 ლარი

ჩვენ ეს სია თითქმის დაუსრულებლად შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ ფასებზე წარმოდგენა უკვე შეგექმნებოდათ.

-ფასები ცუდი არ არის?!

-იცით მეტსაც გეტყვით, შეიძლება ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობის ფასები ჩვენ კონკურენტებსაც შესაბამისი ჰქონდეთ, მაგრამ ესეთი ფასდაკლება უკლებლივ ყველაფერზე მარტო ჩვენ გვაქვს. Eurobrand ტანსამლის Outlet ფესტივალმა დადებითი როლი ითამაშა თბილისში - ტანსაცმლის ფასების ფორმირებაში.

-როგორც ვხედავთ პირველი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, კიდევ თუ აპირებთ მსგავსი ფესტივალების ჩატარებას?

-რიგ ქვეყნებში Eurobrand-ი ფესტივალის ფორმატით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყნებს სეზონურად ვეწვევით ხოლმე. ზოგან კი მუდმივი Outlet ცენტრი გვაქვს. ჩვენ თბილისში გადავწყვიტეთ Outlet ცენტრი დავაარსოთ, Eurobrand-ი აღარ დაგემშვიდობებათ და გააგრძლებს თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის სიურპრიზების შეთავაზებას.

-გინდათ გვითხრათ, რომ ფესტივალი გრძელდება?

Eurobrand-ი ფესტივალის ფორმატში გააგრძელებს თავის მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ხოლო თბილისში მუშაობა გაგრძელდება ახალ ფორმატში -Eurobrand Outlet ცენტრი სპორტის სასახლეში. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.

-მაშინ სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამე?

-როგორც გითხარით Eurobrand Outlet ცენტრს ვხსნით თბილისში. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები სპორტის სასახლის დირექციასთან და პირველი Outlet ცენტრი იქ გაიხსნება. Outlet ცენტრი 14 ივლისამდე იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო 15 ივლისიდან მაღაზიაში ჩატარდება სარემონტო სამუშაოები და Outlet ცენტრი განახლებული ინტერიერით, ახალი კოლექციითა და ახალი ბრენდებით, მათ შორის Dolce Gabbana, Cavalli, Armani..., გაიხსნება აგვისტოს ბოლოს. კოლექციის განახლება დაგეგმილია ყოველ 10 დღეში ერთხელ. სექტემბრისათვის კი სპეციალური შეთავაზება გვექნება სკოლის მოსწავლეებისთვის.

-ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს ჩვენს რედაქციაში?!

-დიდი სიამოვნებით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი