11 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით გალერეა "Akhundov House" (ქ. თბილისი გორგასლის ქუჩა №17) მასპინძლობს სახელოვანი ქართველი და რუსი მხატვრების ფერწერული ტილოების გამოფენას. გამოფენა ორგანიზებულია "სოკარის" მიერ და წარმოადგენს საჩუქარს თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის.
გალერეაში წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ისეთი გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრები როგორიცაა: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ავთო ვარაზი, ილია რეპინი, ბორის კუსტოდიევი, ვლადისლავ სტახოვსკი და სხვა.
ასევე გამოფენილი იქნება თანამედროვე ქართველი კერამიკოსების: ლია ბაგრატიონის, ლალი ქუთათელაძის, ნატო ერისთავის და მალხაზ შველიძის კერამიკული ნაკეთობანი.
გამოფენა ფუნქციონირებს 11:00-დან 18:00 საათამდე. დასწრება უფასოა ნებისმიერი მსურველისათვის.
R