ტურისტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე "კოლხა ტური" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე "კოლხა ტური" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე "კოლხა ტური" გამოჩნდა. "კოლხა ტური" დამსვენებლებს სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურების ფართო არჩევანს სთავაზობს, თუმცა კომპანიის ძირითადი მიმართულება ექსტრემალური ტურები იქნება. მენეჯმენტი მომხმარებლის მოზიდვას მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გეგმავს.

ექსტრემის მოყვარულებს "კოლხა ტური" ექსკლუზიურად ნაკლებად ცნობილ მღვიმეებში ცოცვას და საშუალო სირთულის დაბრკოლებების გადალახვას გამოცდილ მთამსვლელ ინსტუქტორებთან ერთად სთავაზობს.

გარდა ამისა, სპეციალურად ექსტრემალებისთვის არის საჯომარდო ტურები ქუთაისსა და რაჭაში მდინარე რიონზე. ღირებულება 30-ლარიდან 125-ლარამდე მერყეობს. ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება და საჯომარდო აღჭურვილობა.

რაც შეეხება სტანდარტულ ტურისტულ მიმართულებებს, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ეთნოგრაფიული ტური სვანეთში იწყება ქუთაისიდან, გრძელდება ანაკლიასა და ზუგდიდის მონახულებით, შემდეგ კი ტურისტებს ამავე მარშრუტით სვანეთის, მესტიისაა და უშგულის დათვალიერებაც შეეძლებათ.

რაც შეეხება ერთდღიან ტურებს, ერთდღიან ტურში შედის შიდა-ქართლი: რუისი, ურბნისი, ყინწვისი, სამწევრისი, ატენის სიონი, უფლისციხე, გორის ციხე და სტალინის სახლ. მუზეუმი და უბისა. ფასში შედის: ტრანსპორტირება და კვება.

2-დღიანი ტურების ფარგლებში კი ტურისტებს ტაო-კლარჯეთისა და ხევსურეთის მონახულება შეუძლიათ.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე: www.kolkhatour.ge შეუძლია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა