გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი აზრის მოსმენა ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ ისტერიის მოსმენა ცოტა ძნელია

გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი აზრის მოსმენა ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ ისტერიის მოსმენა ცოტა ძნელია

მისასლმებელია, როდესაც სტუდენტები გამოხატავენ საკუთარ აზრს, თუმცა სასურველი იქნებოდა, უფრო სიღრმისეულად ჩაეხედათ იმ ცვლილებეში, რომელიც ხორციელდება , - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტების ნაწილის მიერ დადგეგმილ აქციებს.

როგორც ცნობილია, სტუდენტები აქციას დღეს ილიაუნთან გამართავენ და უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს გააპროტესტებენ.

"ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მეტიც, მისასალმებელია, როდესაც სტუდენტები გამოხატავენ საკუთარ აზრს. სასურველი იქნებოდა, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედონ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება. თავისთავად კარგია აზრის გამოხატვა, ეს დემოკრატიის ნაწილია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უარყოფით მოსაზრებებეზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მთავრობა მზად არის, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერი აზრი მოისმინოს.

"ჩვენი ხელისუფლება ორიენიტრებულია ცვლილებებზე და არა პიროვნულ ან პოლიტიკურ დევნაზე. თუ არსებობს რაღაც აზრი, ნებისმიერ დროს მზად ვართ, ეს აზრი მოვისმინოთ, როგორც უმრავლესობისგან, ასევე უმცირესობისგან, მაგრამ აზრს უნდა ახასიათებდეს აზრი და აზრი არ შეიძლება იყოს ემოცია. ნებისმიერი აზრის მოსმენა ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ ისტერიის მოსმენა ცოტა ძნელია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"