იური მეჩითოვი - "სამწუხაროა, რომ სომხებმა ვერ შეძლეს თავის შეკავება"

იური მეჩითოვი - "სამწუხაროა, რომ სომხებმა ვერ შეძლეს თავის შეკავება"

13 ივნისს, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციას 62-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 84-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა, ხოლო 16 წინააღმდეგი იყო. ამ თექვსმეტი ქვეყნიდან ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სომხეთის რესპუბლიკა გახლდათ. ამ საკითხზე კომენტარი ფოტოხელოვან იური მეჩითოვს ვთხოვეთ.

- უპირველეს ყოვლისა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ სომეხი. გაეროში და კიდევ ბევრგან მიმდინარეობს პოლიტიკური თამაშები, ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. მე არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, არც სომხეთის და არც იმ 15 ქვეყნის, მაგრამ, როგორც ჩანს, იმათაც საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- სომხეთის მხრიდან ამ საკითხზე მხარის არ დაჭერა ხომ არ გამოიწვია იმანაც, რომ თვითონ მათ აქვთ ლტოლვილების პრობლემა, რაც წარმოშვა ყარაბაღის კონფლიქტმა.

- შესაძლოა ასეც იყოს. სომხებს გაძევებული ჰყავთ აზერბაიჯანელები ყარაბაღიდან (ბევრმა არც იცის, ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ სომხებმა გააძევეს აზერბაიჯანელი მოსახლეობა), აზერბაიჯანელი ლტოლვილები ჩასახლდნენ ცუმგაიში, აუტანელ პირობებში. გარდა ამისა, ყარაბაღში ადგილი ჰქონდა ძალადობასაც, რომელსაც არავინ ამართლებს. ეს ფაქტორები შესაძლოა განაპირობებდეს სომხეთის მიერ დაფიქსირებულ შეხედულებას. როგორც უკვე ვთქვი, ხდება პოლიტიკური თამაშები, სხვათა შორის ამ თამაშებში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, აბა სხვა რა იყო ქართველების მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება?! მეეჭვება, ეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიზმის გამოხატულება ყოფილიყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია