ძლიერმა წვიმამ ახალციხის ქუჩები ვენეციად აქცია

ძლიერმა წვიმამ ახალციხის ქუჩები ვენეციად აქცია

ახალციხეში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ყველაზე მეტად დანიელაშვილის ქუჩა დაზარალდა, სადაც მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შეაღწია. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ზედა ქუჩებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საკანალიზაციო ჭები თვითნებურად დალუქა, რის გამოც წყალი არსად აღარ გადის და მათ ქუჩაზე ჩამოედინება. ისინი სანიაღვრე არხების გაკეთებას ხელისუფლებას სთხოვენ.

"სავსეა სარდაფები, სახლებამდე შემოაღწია. ნახევარი საათით ადრე რომ მოსულიყავით, ისეთი წყალი იყო ეზოში, თავი ვენეციაში გეგონებოდათ. მთელი ხუთი ქუჩის წყალი ჩვენს ქუჩაზე მოდის. დაბალი ადგილია და აქ ჩერდება წყალი, - ამბობენ დაზარალებულები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია