"საქართველოს ბანკმა" რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან ჯილდო მიიღო. როგორც ბანკიდან გვაცნობეს, EBRD-მა "საქართველოს ბანკი" ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ყველაზე აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. ეს ჯილდო გადაეცემა EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ბანკებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად გასცემენ და ამოწმებენ ოპერაციებს. გამარჯვებული ბანკები ფასდებიან გარანტების გაცემის რაოდენობით.
"საქართველოს ბანკი" ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით ბაზრის უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის, EBRD-თან TFP-ის, IFC-თან GTFP-ის და ADB-სთან TFP-ის პროგრამების კუთხით. ხსენებული თანამშრომლობა ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, შესთავაზოს მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური პროდუქტები ვაჭრობის დაფინანსებისთვის", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9