"გუდვილის" ქსელში "მაჭახელას დათუნიას" ახალი სახეობის ცაცხვის თაფლი გაიყიდება

"გუდვილის" ქსელში "მაჭახელას დათუნიას" ახალი სახეობის ცაცხვის თაფლი გაიყიდება

"გუდვილის" ქსელში "მაჭახელას დათუნიას" ახალი სახეობის - ცაცხვის თაფლი რამდენიმე დღეში გაიყიდება.

"ჩვენს მიერ წარმოებული თაფლი აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ფერმერების მიერ არის დამზადებული, რაც მას განსაკუთრებულ არომატს და სასარგებლო თვისებებს ანიჭებს, "მაჭახელას დათუნიას" თაფლი თბილისის ბაზარზე უკვე 6 თვეა იყიდება და მომხმარებელში მოწონებით სარგებლობს, ახალი სახეობის თაფლის შემოტანა სწორედ ამ ფაქტმა გვიკარნახა", - აცხადებენ "გაყიდვების მართვის კომპანიაში", რომელიც თბილისში "მაჭახელას დათუნიას" ექსკლუზიური გამყიდველია და მის მიერ არის შექმნილი სავაჭრო ნიშანი "აირჩიე ქართული".

"ჩვენი პროდუქტის მიმართ ინტერესი გაზრდილია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან, ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებთან, იაპონელი ბიზნესმენები ქარხანას, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში მდებარეობს, მომავალ კვირას ესტუმრებიან, რათა ადგილზე ნახონ წარმოების პროცესი. ქარხანა მილენიუმის პროგრამის ფარგლებში არის შექმნილი და საკუთარი ლაბორატორიაც აქვს.

დაინტერესების მიუხედავად, თაფლის ექსპორტი საკმაოდ რთულია, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც საერთაშორისო დონის სერთიფიკატს გასცემს", - აცხადებენ "გაყიდვების მართვის კომპანიაში. "მაჭახელას დათუნიას" თაფლი ამ დროსათვის "გუდვილის", "ნიკორას" და ფრესკოს მაღაზიების ქსელში იყიდება.

ამ დროსათვის კომპანია ბაზარზე ორი სახეობის წაბლის და აკაციის თაფლით არის წარმოდგენილი, რომელიც "გუდვილის" ქსელში გაყიდვების ლიდერია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა