სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი

სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურა ცენზურის შევიწროებას ხშირად განიცდიდა. როგორი თემაც უნდა ყოფილიყო: პოლიტიკა, რელიგია თუ ეროტიკა, კონსერვატიული მკითხველი სასწრაფოდ იმარჯვებდა მუშტებს და ავტორისკენ მრისხანებას აფრქვევდა. თქვენ წინაშეა ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი, რომლებიც თავის დროზე ბიბლიოთეკებისა და მაღაზიების თაროებიდან ცენზურის გამო მოხსნეს.

1. ოლდოს ჰაქსლი, "მშვენიერი ახალი ქვეყანა" - 1931 წელს დაწერილი და ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული რომანი ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია ჰერბერტ უელსის უტოპიაზე "ღმერთებივით ადამიანები". წიგნი აკრძალული იყო ირლანდიაში ბავშვების დაბადების საკამათო თემის გამო, ხოლო ამერიკის ზოგიერთი შტატის სასკოლო ბიბლიოთეკიდან "მეტისმეტად ნეგატიური აზრების" გამო ამოიღეს.

2. ჯონ სტეინბეკი, "მრისხანების მტევნები" - 1939 წელს გამოქვეყნებულმა ამერიკელი მწერლის რომანმა პულიტცერის პრემია დაიმსახურა. ის დიდი დეპრესიის ცნობილ ამბებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულმა ელიტამ წიგნი აღტაცებით მიიღო, აშშ-ში ოფიციალურად აკრძალეს და საჯაროდ განიხილავდნენ. ადამიანები შეძრულნი იყვნენ სიღარიბის აღწერით. თვით ავტორმა კი თქვა, რომ მის მიერ დაწერილი კიდევ შერბილებული ვერსია იყო იმისა, რაც სინამდვილეში ხდებოდა მუშების დასახლებებში.

3. ჰენრი მილერი, "კირჩხიბის ტროპიკი" - 1934 წელს დაწერილ რომანში მოქმედება 1930-იანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც ცდილობს საარსებო ფულის შოვნას. მილერი აღწერს სექსუალურ ურთიერთობებსაც თავის მეგობრებსა და კოლეგებთან. როგორც კი წიგნი გამოვიდა, პენსილვანიის შტატის უმაღლესმა მსაჯულმა მაიკლ მუსმანომ გამოაცხადა: "ეს წიგნი არ არის. ეს გათხრილი ორმოა, თხრილი, ლპობის კერა, ადამიანთა გარყვნილების სრული კრებული". ხალხი არ იყო მზად ნაწარმოებისთვის, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა უწოდა "1930-იანი წლების შუალედის უმნიშვნელოვანესი წიგნი".

4. კურტ ვონეგუტი, "სასაკლაო ნომერი ხუთი, ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა" - 1969 წელს დაწერილი წიგნი ამერიკელ ჯარისკაც ბილი პილიგრიმს ეხება, რომელიც ავტორის ალტერ ეგოა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდება. აშშ-ში წიგნი აიკრძალა, რათა ბავშვების ფსიქიკა დაეცვათ წიგნის მრუმე სცენებისგან. ნაწარმოები დღემდეა იმ 100 წიგნს შორის, რომლებიც ამერიკის ბიბლიოთეკარების ასოციაციაში ფართო მასებისთვის გასაცემად შეზღუდულია. სხვათა შორის, ამავე სიაშია მარკ ტვენის, თეოდორ დრაიზერის, უილიამ ფოლკნერისა და ბევრი სხვა კლასიკოსის ნაწარმოები.

5. სალმან რუშდი, "სატანური ლექსები" - 1988 წელს დაწერილი რომანის სიუჟეტში შეურაცხმყოფელი არაფერია: აღწერილია ინდოელი ემიგრანტის ცხოვრება თანამედროვე ინგლისში. თუმცა მუსლიმანურ საზოგადოებაში ბევრმა მწერლის ისლამისადმი დამოკიდებულება მკრეხელურად მიიჩნია. ვენესუელაში, თუ ამ წიგნის კითხვისას წაგასწრეს, 15-თვიანი პატიმრობა არ აგცდებათ. იაპონიაში კი ჯარიმაა დაწესებული ამ რომანის გაყიდვაზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს