რუსები არ კითხულობენ წიგნებს, მაგრამ იცავენ საავტორო უფლებებს

რუსები არ კითხულობენ წიგნებს, მაგრამ იცავენ საავტორო უფლებებს

რუსები არ კითხულობენ წიგნებს, არ უსმენენ მუსიკას და არ უყურებენ ფილმებს, თუმცა იცავენ საავტორო უფლებებს. ასეთი შედეგები გამოავლინა გამოკითხვამ საავტორო უფლებების დაცვის კანონთან საზოგადოების დამოკიდებულების თემაზე.

გამოკითხულთა 44%-მა განაცხადა, რომ წიგნებს არ კითხულობს. რესპონდენტთა 26% ამბობს, რომ წიგნებს მაღაზიაში კითხულობს. გამოკითხულთა 31% საერთოდ არ უსმენს მუსიკას. 27% სიმღერებს ინტერნეტიდან იწერს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრეკი უფასოა.

რუსების 57% არ ადევნებს თვალს კინოსიახლეებს. 44-45% არ ყიდულობს DVD-ს, არ იწერს ფილმებს ინტერნეტიდან და არ დადის კინოში. გამოკითხულთა ნაწილმა განაცხადა, რომ ფილმებს მხოლოდ ტელევიზორში, ისიც იშვიათად უყურებს.

რესპონდენტთა 40% მხარს უჭერს არალეგალურ პროდუქციასთან ბრძოლას.

გამოკითხვა რუსეთის მასშტაბით ”ლევადა-ცენტრმა” ჩაატარა. მასში მონაწილეობა 1601-მა ადამიანმა მიიღო.

მომზადებულია levada.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს