კეტი პერის ქმარი ”მესიჯით დაშორდა”

კეტი პერის ქმარი ”მესიჯით დაშორდა”

მომღერალმა კეტი პერიმ მეუღლესთან დაშორებაზე ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.

ვარსკვლავი მეუღლეს, მსახიობ რასელ ბრენდს 2 წლის წინ ოფიციალურად დაშორდა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირად ცხოვრებაზე გულახდილად არ საუბრობდა. კეტიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ მეუღლე მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაშორდა და არც კი იკადრა, დაშორების მიზეზებზე პირისპირ ესაუბრა.

"კაცი ყველა შემთხვევაში კაცურად უნდა მოიქცეს. ქორწინებამდე ჩვენ რამდენიმე წელი რომანი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად მობილურში მესიჯი მოვიდა - ქმარი მწერდა, განქორწინება მსურსო. საშინელება იყო. სწორედ ამიტომ გავურბოდი ამ თემაზე საჯარო საუბარს. როდესაც მასზე დავქორწინდი, ძალიან მიყვარდა", - განაცხადა მომღერალმა ჟურნალ Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.