ვაშლოვანის ნაკრძალში 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი დაიწვა

ვაშლოვანის ნაკრძალში 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი დაიწვა

ხანძრის შედეგად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი დაიწვა. ცეცხლი ნაკრძალის ე.წ. "მლაშე წყლის" ხევის ტერიტორიაზე ხმელ ბალახს გაუჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი მცენარეული საფარი არ დაზიანებულა.

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები გავიდნენ. მაგრამ რთული რელიეფის გამო ავტომანქანებმა ხანძრის კერამდე მისვლა ვერ შეძლეს და მაშველებს ცეცხლის ჩაქრობა ხელით მოუწიათ.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია