Flydubai თვითმფრინავებში ბიზნეს-კლასის მომსახურებას იწყებს.
"უფრო კომფორტული, პერსონალური მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ბიზნესმენებს, ასევე ტურისტებს. Flydubai მზად არის ბიზნესმენებს მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზოს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ კომფორტულ და ხელმისაწვდომ განახლებულ მომსახურებას, როგორც ბიზნეს-კლასის, ასევე ეკონომ-კლასის მგზავრებს", - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
ბიზნეს-კლასის ტარიფში შედის: კომფორტული სავარძელი, ბარგის შემოწმება, გასართობი სისტემა IFE-თი სარგებლობა (ამ სერვისმა არაერთ კონკურსზე მოიპოვა სპეციალური ჯილდო), ასევე საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი, საუკეთესო ადგილები თვითმფრინავში და საუკეთესო სერვისებით სარგებლობა, 12 რბილი, იტალიური ტყავის სავარძელი, რომლებსაც მეტი კომფორტისთვის წელის სპეციალური სარტყელი აქვს დამატებული, სავარძლის ფართობი 42 ინჩია.
IFE სისტემა, 12.1 ინჩის ზომის touch screen ეკრანი.
ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის გამოყოფილია თვითმფრინავის გამოცდილი ეკიპაჟი. პრემიუმ-კლასის კვების სერვისი, რომელიც 3 ულუფა მენიუსგან შედგება. მენიუ გათვალისწინებულია მგზავრებისთვის, რომლებიც 90 წუთზე და უფრო დიდ საფრენ მანძილზე მიემგზავრებიან.
პერსონალური რეგისტრაციის დახლი ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის ტერმინალის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას, ავტოპარკინგიდან 120 ნაბიჯის მანძილზე მდებარეობს. ბიზნეს-კლასის მგზავრების რეგისტრაციის დახლი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ მეორე ტერმინალში მდებარეობს.
უპირატესობა - დანიშნულების ადგილას ჩაფრენისას ბარგის სწრაფად მიღება; მოხმარებელთა სერვისის გუნდის განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება რეგისტარციის გავლისა და დაჯავშნის დროს.
გაფრენამდე Flydubai-ს ბიზნეს-კლასის ზონაში დასვენების სერვისი, რომელიც უკვე წელსვე იქნება შესაძლებელი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9