"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" იწყებს კონკურსს -"შექმენი სანებოს ისტორია"

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" იწყებს კონკურსს -"შექმენი სანებოს ისტორია"

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" იწყებს კონკურს, სახელწოდებით "შექმენი სანებოს ისტორია". კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებმა უნდა შექმნან ჩანახატი, რომელიც ასახავს, როგორ შეიქმნა ყველი "სანებო".

თითოეულ მონაწილეს შეუძლია თავისი ჩანახატი გამოაგზავნოს მხოლოდ ერთხელ. ჩანახატი უნდა გამოგვიგზავნოთ შეტყობინების სახით.

კონკურსანტის მიერ მოწოდებული ჩანახატი გაივლის მოდერაციას და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება საკონკურსო ალბომში.

ინფორმაცია არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ყველის სხვა მწარმოებელი კომპანიებისათვის. ჩანახატის შეცვლა, ადაპტირება, ჩასწორება არ მოხდება. ჩანახატი არ უნდა იყოს ძალიან დიდი. მასში აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული სლოგანი: "საუცხოო გემო, უდავო არჩევანი". ჩანახატი უნდა გადმოსცემდეს ყველ "სანებოს" პირველობას და გემრიელობას.

ამ ეტაპისთვის "სანებოს" ასორტიმენტშია ყველი "ქარხნული" და "სულგუნი", ასევე მდნარი ყველი: ლორით, ნაღებითა და სოკოთი.

გამარჯვებულს გამოავლენს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების" მარკეტინგის გუნდი. კონკურსი მთავრდება 10 ივლისს. გამარჯვებული დასახელდება 11 ივლისს.

"გამარჯვებული დასაჩუქრდება ტექნიკის მაღაზიის 500-ლარიანი ვაუჩერით. მცირე საჩუქრები გადაეცემათ იმ კონკურსანტებს, რომელთა ნაშრომებიც მოგვეწონება, თუმცა ვერ გაიმარჯვებს", - განმარტავენ კომპანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა