მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე "სოკარი" იზრუნებს

მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე "სოკარი" იზრუნებს

2013 წლის 18 ივნისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია "სოკარის" (SOCAR) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც "სოკარის" მხრიდან, 2013 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 1 ივლისის ჩათვლით, 44 მცირე საოჯახო ტიპის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობის დირექტორმა მაირ მამედოვმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ "სოკარსა" და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, 2011 წლის 13 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული განზრახულობათა ოქმის საფუძველზე, "სოკარი" უზრუნველყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თექვსმეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიერ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას.

აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "სოკარი" გამორჩეულად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მომავალი თაობების სრულფასოვან აღზრდასა და განვითარებაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი