"წინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებში მომუშავეებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ"

"წინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებში მომუშავეებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ"

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან სამქეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი კადრები ყველა იმ ადამიანმა უნდა ნახოს, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერები არ არსებობდა და შეთითხნილი იყო.

"მეორე მხრივ, ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ყველა ტელეკომპანიაში მომუშავე ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ჩანაწერები ცალკეული მედიის ეთერით გავრცელებულიყო, თუმცა ის ჩანასახშივე გაბათილდა.

რაც შეეხება ეკა კვესიტაძის ბრალდებებს, რომ შეხვედრაზე შალვა რამიშვილმა და ირაკლი კაკაბაძემ ცირკი მოაწყეს, ჟურნალისტი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"