მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"

მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"

"მედია პალიტრის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მასმედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწყებამ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები უჩვენა, რომლებზეც ადამიანების წამება და გაუპატიურებაა აღბეჭდილი.

"ამის ნახვისგან სიამოვნება არავის მიუღია და აქ სიამოვნების მისაღებად არავინ მოვსულვართ,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ მეტრეველმა, - მე იმიტომ არ დავრჩი, რომ ამისგან სიამოვნება მიმეღო, მე უბრალოდ ჟურნალისტი ვარ და ვალდებული ვარ, ვიცოდე სიმართლე, რა როგორ იყო, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს სიმართლე. იმიტომ დავრჩი და ვნახე ეს ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები, პირდაპირ იყო გადაღებული ადამიანი მაგიდაზე სკოჩით დაბმული და როგორ აუპატიურებს მას ვიღაცა, ვინც პოლიციაში სპეციალურად ჰყავთ, იმისთვის, რომ ადამიანები აუპატიურონ.

შემდეგ იყო დისკუსია, უნდა განადგურდეს, არ უნდა განადგურდეს, თუ რა უნდა ვუქნათ ამ კადრებს, სისტემურია, თუ კონკრეტული მანიაკების ჩადენილია ეს ყველაფერი. მე კონკრეტულად მიჭირს ახლა ვთქვა, ეს სისტემურია თუ არა, თუმცა, თუ ჩვენ შევაჯამებთ - სამეგრელოში ასეთი რამ ხდებოდა, ბორჯომის პოლიციას კი მაღალჩინოსნები ჰყავდა დაკავებული რამდენიმე თვის წინ, სკამის ფეხით აუპატიურებდნენ ადამიანებს.

ბორჯომში ასე ხდებოდა, სამეგრელოში, ციხეებში ასე ხდებოდა. ბოლოს შეიძლება დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ სისტემა იდგა ამაზე", - განაცხადა მერაბ მეტვრეველმა "პალიტრა TV"-თან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: "ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები